თბილისის მერმა გიგი უგულავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და პარლამენტის დეპუტატებმა 28 აგვისტოს 1924 წლის აჯანყებაში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბოლშევიკური რეჟიმის მიერ დახვრეტილ გმირთა მემორიალს პატივი მიაგეს.
2011 წლის 28 აგვისტოს აჯანყებიდან 87 წელი გავიდა და სწორედ ამ დღეს გამოცხადდა კონკურსი დიდების მემორიალის შექმნაზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველ არქიტექტორს შეეძლება. დაღუპულთა ხსოვნის დიდების მემორიალს საფუძველი 2011 წლის 25 თებერვალს ჩაეყარა.
ადამიანები, რომელთა ხსოვნის უკვდავ საყოფადაც უნდა აღიმართოს მემორიალი, ოკუპაციის პირობებში განაგრძობდნენ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი, დამოუკიდებელი, მდიდარი და ევროპული სახელმწიფო.
1923 წელს ზუსტად ამ ადგილას საქართველოს საუკეთესო შვილები – პატრიოტები, ოფიცრები და საზოგადო მოღვაწეები დახვრიტეს. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ვაკის პარკში 2012 წლის 25 თებერვლამდე აღიმართება.
No comments:
Post a Comment