თბილისში გმირთა მოედნის გზაჯვარედინი აღიჭურა თანამედროვე ტიპის ევროპული წარმოების დიოდური შუქნიშნებით, რომელთა მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის რაოდენობა, ქალაქში დამონტაჟებულ შუქნიშნებთან შედარებით სამჯერ ნაკლებია. ობიექტი, ასევე აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მართვის სისტემით და ექვსი ვიდეო დეტექტორებით, რაც უზრუნველყოფს:
-გამტარუნარიანობის გაზრდას;
-შეუფერხებელ მოძრაობას;
-შუქნიშნის წითელ სიგნალზე ლოდინის ხანგრძლივობის შემცირებას;
-აღნიშნული სისტემის მიერ ქალაქში შემცირდება გამონაბოლქვის რაოდენობა, მანქანების წითელ სიგნალზე ლოდინის დრო და მოძრაობის უსაფრთხოება.
წლის ბოლომდე მსგავსი შუქნიშნები ჭავჭავაძის გამზირზეც დამონტაჟდება, სადაც სარემონტო-სამუშაოებზე 50 ადამიანი დასაქმდება. აღნიშნული ობიექტები ჩაერთვება ერთიანი მართვის ცენტრში.
No comments:
Post a Comment