2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სხვადასხვა რაიონში ააშენა და აამოქმედა პოლიციის განყოფილების თვრამეტი ახალი, გამჭირვალე შენობა, რომლებიც უახლესი კომპიუტერული ტექნიკით არის აღჭურვილი. დღეისთვის მზად არის და ფუნქციონირებას დაიწყებს მოსკოვის გამზირის N14–ში მდებარე ისანი–სამგორის რაიონის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა, სადაც 120 თანამშრომელი იმუშავებს და ისანი–სამგორის რაიონის მოსახლეობას მოემსახურება. აღნიშნული პოლიციის შენობა რიგით მეექვსეა, რომელიც ხსენებულ რაიონში გაიხსნა. თბილისის მერიამ პოლიციის ახალი განყოფილების მიმდებარე ტერიტორია კეთილმოაწყო. დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო დასასვენებელი სკვერი და დამონტაჟდა გარე–განათების სისტემა. შენობის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაესწრნენ.
გიგი უგულავა: ქვეყანაში უსაფრთხოების განცდა არსებობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და შემდგომში სამუშაო ადგილების შესაქმნელად. შხვადასხვა რეგიონის ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, როდის იქნება მათთანაც პოლიციის ახალი შენობები. ეს აზროვნების სრულიად ახალი წესია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო სწორი გზით ვითარდება.

No comments:
Post a Comment