მუხიანში ჟვანიას ქუჩაზე უხვი ნალექების გამო მწყობრიდან გამოვიდა სანიაღვრე კოლექტორი. ასევე დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი გზის მონაკვეთი, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა.თბილისის მერიამ გზის საფარისა და კოლექტორის აღდგენა ფორსმაჟორულ სიტუაციაში დაიწყო. პირველ ეტაპზე კოლექტორის პროექტირება და ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გზის 150 მეტრინ მონაკვეთზე კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი, ხოლო ორი კილომტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის მოხრეშვა. კოლექტორის აღდგენა ერთ თვეში დასრულდება. მუხიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავა: შემოერთებულ ტერიტორიებსა და სოფლებში გამსაკუთრებით პრობლემურია სტიქიის შემოტევა იმიტომ, რომ საქალაქო ინფრასტრუქტურა აქ არ არსებობს. ეს დასახლება წლების განმავლობაში უფრო სააგარაკო იყო და ქალაქისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურა აქ ნაკლებად არის განვითარებული. არ არის სანიაღვრე სისტემა, გზა, წყლისა და საკანალიაციო სისტემა ახლა გაგვყავს, გარე განათება და დასუფთავება უკვე შემოვიდა და ასე ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ აღარ იყოს განსხვავება თავად მუხიანსა და მუხიანის დაჩებს შორის. სტიქიამ განსაკუთრებით ეს ნაწილი დააზარალა, დაზიანდა ცენტრალური კოლექტორი, რამაც მოსახლეობის დატბორვა გამოიწვია. ამ ოჯახებს ერთჯერადი დახმარება გაეწიათ და ახლა მიდის აღდგენითი სამუშაოები. საბოლოო ჯამში ეს პრობლემები მეტ ძალისხმევას მოითხოვს და ეტაპობრივად ყველაფერი მოგვარდება.
No comments:
Post a Comment