თბილისში “მეეზოვის დღე” უკვე მეხუთე წელია ტრადიციულად 31 ივლისს აღინიშნება. პროფესიული დღესასწაული მეეზოვეებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ პირადად მიულოცა, გაწეული ღვაწლისა და დამსახურებისთვის დასუფთავების სფეროს თანამშრომლები სიგელებით დააჯილდოვა და აღნიშნულ სფეროში თბილისის მერიის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილი სიახლეები გააცნო. ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად დასუფთავების სამსახურის 3 300 თანამშრომელი ზრუნავს. თითოეული მათგანის დაუღალავი შრომისა და განხორციელებული ცვლილებების შედეგად, თბილისი დღეს ბევრად უფრო სუფთა ქალაქია ვიდრე წლების წინ იყო. ქალაქში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. 2009-2010 წლებში დაილუქა კორპუსებში არსებული ნაგვის ბუნკერები, რაც ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა და დაიდგა 17 000 სხვადასხვა ზომის კონტეინერი. თითოეული მათგანი დღეში რამოდენიმეჯერ იცლება და შესაბამისად ამ რეფორმამ ქალაქის სანიტარული მდგომარეობა გააუმჯობესა. ქალაქის სისუფთავისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2010 წელს მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი განხორციელდა: ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი პოლიგონი აშენდა. მისი ექპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დაიხურა გლდანისა და იალღუჯას ნაგავსაყრელი პოლიგონები, რომლებიც წლების განმავლობაში მოსახლეობის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. ასევე ბელიაშვილის ქუჩაზე 24 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დასუფთავების ბაზა მოეწყო, სადაც დასუფთავების მანქანების სახელოსნო, ავტონაწილებისა და საჭირო ინვენტარის ღია და დახურული საწყობები, გადამტვირთი სადგურები და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები განთავსდა. დასუფთავების სამსახურმა შეიძინა 15 ერთეული ახალი სპეციალიზირებული, დიდი მოცულობის მანქანა, რომელშიც ერთდროულად რამოდენიმე მანქანიდან ხდება ნაგვის ნარჩენების ჩატვირთვა და შედეგად ქალაქიდან ახალი პოლიგონის მიმართულებით ბევრად ნაკლები მანქანა გადაადგილდება. თბილისის მერია ქალაქის დასუფთავებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას განაგრძობს და ამ მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
Sunday, July 31, 2011
Wednesday, July 20, 2011
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე დანერგილ სიახლეს თბილისის მერი გაეცნო
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშების მიმდინარეობისას უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა. კამერების მიერ გადაღებულ მასალაზე დაკვირვება უსაფრთხოების ოთახში წარიმართება, რომელიც ყველა აუცილებელი მოწყობილობით არის აღჭურვილი. სისტემა შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს, როგორც სტადიონის გარე პერიმეტრის მთლიანი კონტროლი, ასევე არენაზე და ტრიბუნებზე არსებული სიტუაციის მონიტორინგი. ეროვნული სტადიონის დირექციამ მინდვრის საფარის ხარისხის ამაღლებისა და მოედნის მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, ბრიტანული წარმოების 2 პროფესიონალური საკრეჭი მანქანა შეიძინა, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მინდვრის საფარის გაუმჯობესებას. ახალი ტექნიკისა და უსაფრთხოების ოთახის პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
გიგი უგულავა: ბოლო პერიოდში დიდი ენთუზიაზმი შეიმჩნევა გულშემატკივართა მხრიდან. ეს ბუნებრივია აისახება იმაზე, რომ როგორც კი პატარა წარმატებაა მაშინვე ბევრი ხალხი იყრის თავს ჩვენს სტადიონებზე. ამიტომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ავღნიშნავ, რომ ადგილი აქვს ტრიბუნებზე სკამების დაზიანებას, ერთ-ერთი თამაშის დროს 1000 სკამი გაფუჭდა. ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. უსაფრთხოების სიტემა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რაიმე ექსცესის შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურებს ჰქონდეთ მოქნილი მოქმედების საშუალება, სრული ინფორმაცია მთელი სტადიონის პერიმეტრზე თუ რა ხდება. ეს არის უეფას სტანდარტი, რომელიც მინუსად ეწერა ეროვნულ სტადიონს და ეს პრობლემაც ეხლა აღმოფხვრილია. ერთ ერთი პრობლემა იყო ბალახის მოვლა, ჩვენც დავეხმარეთ და ტექნიკაში მოხდა ინვესტირება. ერთი სიტყვით ხვალ დინამო თამაშობს და სტადიონი მზადაა, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ დინამოს.
Tuesday, July 19, 2011
თბილისის მერმა პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში განახლებული მშენებლობა დაათვალიერა
ეკონომიკის სტიმულირების, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით დაწყებული, თბილისის მერიის პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” ქალაქში წარმატებით ხორციელდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროექტ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ მეორე ეტაპის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია „კიდ–არქიტექტურის“ მიერ, წყნეთში მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა. სამშენებლო კომპანია „კიდ–არქიტექტურამ“ პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპში მიიღო მონაწილეობა და წყნეთში 18 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე სამშენებლო კომპლექსის მშენებლობა განაახლა. ტერიტორიაზე შვიდი სამ და ოთხ სართულიანი, თანამედროვე დიზაინის კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და ახალი, კომფორტული ბინებით, ძველ თბილისში, ავარიულ სახლებში მცხოვრები 22 ოჯახი დაკმაყოფილდება. მშენებლობაზე 150 ადამიანი დასაქმდა. “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითარდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.
გიგი უგულავა: „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ არის პროგრამა, რომლის მთავარი მნიშვნელობა სწორედ მშენებლობის სფეროში სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში 20 ოჯახი ძველი თბილისიდან აქ გადმოვა და საუკეთესო პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას. როგორც იცით, ჩვენ ეს პროგრამა გარკვეულწილად შევცვალეთ და უფრო მრავალფეროვანი გავხადეთ იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერ კომპანიას შეუძლია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება აიღოს და მერია იღებს ვალდებულებას 400 დოლარად, ანუ თვითღირებულების ფასად, ექსპლუატაციაში მიღებული შენობა შეისყიდოს. ჩვენ უკვე დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ასეთი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გავეცით და ეს პროგრამა აქტიურად გრძელდება. მშენებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით თბილისის ეკონომიკის 7-8 %-ია, დასაქმების კუთხით პირველ ადგილზე დგას, ვინაიდან ძალიან ბევრ სფეროს მოიცავს თავის თავში. მშენებლობაზეა მიბმული ხის საამქროები, მეტალოპლასმასის საამქროები. მშენებლობა მთელ რიგ ეკონომიკის დარგებს ამოძრავებს, აცოცხლებს და ამ თვალსაზრისით ის ნამდვილად ეკონომიკის უნიკალური და შეუცვლელი სფეროა.
Monday, July 18, 2011
თბილისის მერმა ავეჯის საწარმო დაათვალიერა
სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირებისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მერია “ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს” 2006 წლიდან ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ახალი ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის გასავითარებლად, იაფი ფინანსური რესურსი თბილისში რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირისათვის ხელმისაწვდომია. დაფინანსების მიღების მსურველს, თბილისის მერიაში სპეციალური განაცხადი და პროექტი შემოაქვს, რომელიც განსახილველად პარტნიორ ბანკს ეგზავნება. დადებითი პასუხის შემთხვევაში, იაფი ფინანსური რესურსით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას, თბილისის მთავრობა იღებს. იაფი კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 6-დან 8%-მდე განისაზღვრება, სესხის ვადა მაქსიმუმ 5 წელია(60 თვე).
თბილისის მერიის მიერ “ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში ამ ეტაპზე 54 საწარმო უკვე დაფინანსდა.
დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა ავეჯის მწარმოებელ კომპანია ”იფანს” ეწვია, რომელმაც ”ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში, 2011 წლის მაისში 115 000 ლარის ოდენობით სესხი მიიღო და წარმოება გააფართოვა. გიგი უგულავამ წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა და საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახის ავეჯსა და ხის კარებებს სთავაზობს და როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობს. ავეჯის დამამზაებელ საწარმოში ამჟამად 25 ადამიანი მუშაობს. უახლოეს მომავალში „იფანი“ თბილისის მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან 20 ადამიანს შეარჩევს და დაასაქმებს.
გიგი უგულავა: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესის კეთების გაიოლების კუთხით და ეს საერთაშორისო კვლევებითაც არის დადასტურებული. მაგრამ დამატებით პრობლემად რჩება ბიზნესის დაწყებისთვის აუცილებელი დამატებითი ფულადი რესურსების მოძიების საკითხი. ამიტომ ჩვენი პროგრამა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში 54 საწარმოს გაფართოებას შევუწყვეთ ხელი. არსებობს სპეციალური კომისია, რომელებშიც კომერციული ბანკების წარმომადგენლები და ჩვენი თანამშრომლები შედიან. ისინი არჩევენ იმ პროექტებს, რომლებიც სიცოცხლისუნარიანია და შესაბამისად ფინანსდება შედარებით გრძელვადიანი და იაფი კრედიტის საშუალებით, რაც ბიზნესს უფრო სწრაფად განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სწორედ ამგვარად მოხდა. აქ დაახლოებით 20 ადამიანი დასაქმდება. ახალი დანადგარების საშუალებით ეს კომპანია გააფართოებს წარმოებულ პროდუქტს და ასევე იმ სიმძლავრეებს, რომელიც აუცილებელია განვითარებისთვის.

Friday, July 15, 2011
დღეიდან თბილისში ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებს
თბილისელებს დღეიდან ახალი, 2011 წლის ფორდის მარკის, ყვითელი ფერის მიკროავტობუსები მოემსახურება. პირველ ეტაპზე 4 ნომრის სამარშრუტო ხაზზე 36 მანქანა გავიდა. უახლოეს მომავალში ქალაქში არსებულ სხვა ხაზებზე მოძრავი ძველი მიკროავტობუსებიც ახალი მანქანებით შეიცვლება. მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ტრადიციულთან ერთად თანამედროვე საბარათე სისტემითაც იქნება შესაძლებელი. თბილისში ტრანსპორტის შეღავათიანი ბარათით ყოველდღიურად მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს. ყველა ის მგზავრი, რომელიც მიკროავტობუსში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უკვე მოქმედ ელექტრონული ბარათს გამოიყენებს, მოქნილი ფასდაკლების სისტემით ისარგებლებს. სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე შეღავათი გავრცელდება და ისინი მგზავრობის ღირებულების ნახევარს გადაიხდიან, მეორე ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს. ახალ მიკროავტობუსებში თითოეული მძღოლი და მგზავრი დაზღვეული იქნება. ქალაქში ახალი მიკროავტობუსების შემოყვანით უახლოეს მომავალში თბილისში უკეთ ორგანიზებული, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების სისტემა შეიქმნება.
Thursday, July 14, 2011
თბილისის მერი გიგი უგულავა მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკს ესტუმრა
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაცია “PH International”–ის(პროექტი ჰარმონია) ინიციატივითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით პროექტი „მე აქტიური მოქალაქე ვარ“ ხორციელდება. პროექტის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოწვეული მოსწავლეები არიან, რომლებმაც საზოგადოების საკეთილდღეოდ, სხვადასხვა სახის პროგრამები განახორციელეს. საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ცოდნა მოხალისეობის, დამოუკიდებელი ძალისხმევისა და უფლებების დაცვის შესახებ, შეიმუშავონ ერთობლივი პროექტები, მოიძიონ თანამოაზრეები და სასკოლო სამოქალაქო კლუბებში დაგეგმონ სამომავლო საქმიანობა. ახალგაზრდები ყოველდღიურად სხვადასხვა მოწვეულ სტუმრებს ხვდებიან და მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრებიან. მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკს თბილისის მერი გიგი უგულავა ესტუმრა და ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
გიგი უგულავა: ნებისმიერი სახელმწიფოს და განსაკუთრებით საქართველოს განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე ახალგაზრდობა გვეყოლება. სამოქალაქო პოზიციის ქონა არ არის რაღაც აბსტრაქტული. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ვართ ტოლერანტულები, მაგრამ საქმეში ამას არ ვავლენთ, ვსაუბრობთ რომ ვართ აქტიურები, მაგრამ რეალურად ხელისუფლებისგან არ ვითხოვთ მაქსიმალურ ანგარიშვალდებულებას. ამიტომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი განსხვავებაა სიტყვასა და საქმეს შორის. ნებისმიერი ასეთი შეკრება სწორედ ამას ემსახურება. ახალგაზრდობიდანვე ჩვენ სიტყვები საქმედ უნდა ვაქციოთ, ანუ ღირებულებები, სამოქალაქო პოზიცია, ტოლერანტობა, ანგარიშვალდებულება და პატრიოტიზმი ეს ყველა ის ცნებებია, რომლებმაც ერთად უნდა შექმნას მომავალი საქართველო. მე მივესალმები ამ ინიციატივას, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ განსხვავებული აზრის მქონე ხალხს, მათ შორის თანამდებობის პირებს და მერე დასკვნა თვითონ გააკეთონ.
თბილისში მდებარე კორპუსების სადარბაზოებში განათების ახალი სისტემის მონტაჟი დაიწყო
თბილისში მდებარე კორპუსების სადარბაზოებში, განათების ახალი სისტემის სამონტაჟო სამუშაოებს კომპანია “თბილისი გრუპი” ახორციელებს. სენსორული განათება ეკონომიური და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. საბინაო ამხანაგობების პროგრამის ფარგლებში განათების სისტემის მონტაჟი თანადაფინანსების სისტემით ხორციელდება და საფასურის 10%-ს მოსახლეობა, ხოლო 90%-ს თბილისის მერია დაფარავს. ნებისმიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს განაცხადით მიმართოს რაიონულ გამგეობას და კორპუსში სენსორული განათება დაამონტაჟოს. კომპანია “თბილისი გრუპი” აქტიურად თანამშრომლობს თბილისის მერიასთან და მერიის დასაქმების ბაზიდან შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე 150 ადამიანი უკვე დაასაქმა.
სამუშაოები უკვე ქალაქის ყველა უბანში მიმდინარეობს. კომპანია მზად არის ქალაქს სრული მასშტაბით მოემსახუროს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში დამონტაჟებული განათების ახალი სისტემა დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავა: ჩვენ სამი წელია ვანხორციელებთ პროექტს, რომელიც ასეთ დიდ კორპუსებში ამხანაგობის ჩამოყლიბებას და შემდგომ საერთო სარგებლობის პოზიციების გამოსწორებას ემსახურება, როგორიც არის ლიფტი, სახურავი, კარები და ასე შემდეგ. ამას დაემატა კიდევ ერთი კომპონენტი, ეს არის სადარბაზოებში ეკონომ–ნათურების დამონტაჟება. ამხანაგობას შესაძლებლობა აქვს და ჩვენ ვეხმარებით ახალი სისტემის დაყენებაში. ის არის ეკონომიური და დაახლოებით 75%-ით იზოგება ელექტროენერგია და შესაბამისად ნაკლების გადახდა უწევთ.

Wednesday, July 13, 2011
თბილისის მერიამ და “ლილო მოლმა” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
თბილისის მერიამ და სავაჭრო ცენტრმა “ლილო მოლმა” ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად ”ლილო მოლი” თბილისის მერიასთან აქტიურად ითანამშრომლებს და ვაკანტურ პოზიციებზე კადრებს მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეარჩევს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ”ლილო მოლის” დირექტორმა გია კვარაცხელიამ მოაწერეს ხელი. თბილისის მერი ასევე სავაჭრო ცენტრის განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო და იმ 5 ადამიანს შეხვდა, რომლებმაც ”ლილო მოლში” მუშაობა მერიის დასაქმების პროექტის ფარგლებში რამოდენიმე თვის წინ დაიწყეს.
უახლოეს მომავალში ”ლილო მოლი” დასაქმების ბაზიდან სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, სათანადო კვალიფიკაციის მქონე 30 ადამიანს დაასაქმებს.
დასაქმების მსურველთა მონაცემების ბაზა თბილისის მერიაში უკვე ერთი წელია არსებობს და მისი დახმარებით ბევრი თბილისელი უკვე დასაქმდა. მონაცემთა ბაზა ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ მონაცემებს აერთიანებს და მასში დარეგისტრირება ნებისმიერ პირს შეუძლია. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა საცხოვრებელი სახლის მისამართის მიხედვით არსებულ რაიონულ მუნიციპალიტეტს ან გამგეობას უნდა მიაკითხოს და სპეციალური კითხვარი შეავსოს. ბაზაში რეგისტრირდება ასევე ყველა ის პირი, ვინც მერიის ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსებს ამთავრებს.
თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორში მოქმედ ყველა იმ კომპანიასთან, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან. შესაბამისად მერიაში ყოველდღიურად თავს იყრის ინფორმაცია კომპანიებში არსებული ვაკანსიების შესახებ და შემდეგ მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება.
გიგი უგულავა: ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი პროექტი იწყება, ეს არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტის რეკონსტრუქცია. ”ლილო მოლი” გახდება ბევრად უფრო მიმზიდველი, ცივილიზებული და ორგანიზებული. მთელი წლის განმავლობაში 3 500 000 ადამიანი მოდის და სარგებლოს, პრაქტიკულად ეს არის ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტი. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, მას ქაოტური ხასიათი ქონდა, უკანასკნელ წლებში კი შედარებით მოწესრიგდა და მისასალმებელია, რომ ამ სავაჭრო ცენტრის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს ის აქციონ თანამედროვე ტიპის სავაჭრო მოლად, სადაც ადამიანს შეეძლება მოვიდეს და შეიძინოს ყველაფერი, რაც მას სურს. ”ლილო მოლში” ასევე იქნება დასასვენებელი და ბავშვის დასატოვებელი ადგილები, ანუ იქნება იმ კონცეფციის, რა კონცეპციითაც მთელ მსოფლიოში კეთდება მოლი. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს და ჩვენ დასაქმების ბაზიდან რეკომენდაციას გავუწევთ ადამიანებს. რამდენიმე ადამიანი უკვე მოვიდა აქ, გაიარა შესაბამისი ტრეინინგი, აიმაღლა კვალიფიკაცია და დასაქმდა. დღეს უმუშევრობა არის ჩვენი მთავარი პრობლემა, განსაკუთრებით თბილისში, იმიტომ რომ უმუშევრობის მიგრაცია ძალიან მაღალია, ამიტომ ყველა პრობლემის გასაღები სწორედ სამუშაო ადგილების შექმნაში დევს და თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც კერძო სექტორში იქმნება არის მისასალმებელი, გასაფრთხილებელი.

Friday, July 8, 2011
თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება
2011 წლის საერთაშორისო პროგრამას ასევე მიმართულება ““New” დაემატა, რომელიც კონკურსის საფუძველზე ახალგაზრდა დასებისა და ახალი კომპანიების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გამოტანას ითვალისწინებს. საერთაშორისო პროგრამა ავსტრიის, იაპონიის, უკრაინის, ლიტვის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ისრაელის, გერმანიის, სომხეთის, ხორვატიის, ინდოეთის, ირანის, კორეის, სლოვენიის, ნიდერლანდების, ჩინეთის, შვეიცარიის, რუსეთის თეატრალურ და საბალეტო დასებს 3 კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.
გიგი უგულავა: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისში მესამე წელია საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ტარდება. ნებისმიერი ფესტივალი მაშინ არის სიცოცხლისუნარიანი, თუ ის გაუძლებს დროს, წლიდან წლამდე შეიძენს უფრო მეტ მიმზიდველობასა და მასშტაბურობას. ამ თვალსაზრისით მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ყველა კოლეგის მხარდაჭერით ეს ფესტივალი შედგა და ის სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. უკვე ჩამოყალიბდა განრიგი, დაზუსტებულია სტუმრების ვინაობა. აღსანიშნავია, რომ წელს 26 ქვეყნის მსოფლიოში ცნობილი მსახიობები იქნებიან წარმოდგენილნი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ ფესტივალი შედგა და ის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს
Wednesday, July 6, 2011
თბილისის მერმა აღმაშენებლის ხეივანში გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
ქალაქში მოძრაობის განტვირთვის მიზნით, თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირის ბოლოდან დავით აღმაშენებლის ხეივნისაკენ გასასვლელი გვირაბის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. ბეტონის გვირაბის სიგრძე 95 მეტრი იქნება და მის ორივე მხარეს პანდუსები აშენდება. აღნიშნული კვანძის მოწყობა თბილისიდან გამავალი და ქალაქში შემოსული ტრანსპორტის, ასევე რობაქიძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მუდმივ საცობებს ქმნიდა. ამ ეტაპზე გვირაბის ქვაბულის დამუშავება მიმდინარეობს. ამოჭრილია 25 000 კუბ. მეტრი გრუნტი. გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დავით აღმაშენებლის ძეგლთან გაუქმდება შუქნიშანი, შესაბამისად მანქანები შეუჩერებლად შეძლებენ გადაადგილებას, რაც მინიმუმამდე შეამცირებს საცობებს. გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობისას სხვადასხვა მონაკვეთზე აღმოჩენილ იქნა ჩვ.წ.აღ–მდე IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული უძველესი ნასახლარის სამარხები, შესაბამისად ტერიტორიაზე არქეოლოგებიც მუშაობენ და მათ იკვლევენ. თბილისის მერმა გიგი უგულავამ გვირაბის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებლებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა: აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი, რომელიც აღმაშენებლის ძეგლთან მარშალ გელოვანის გამზირის და აღმაშენებლის ხეივანის გვირაბით დაკავშირებას ითვალისწინებს. ეს სამუშაოები აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ არქეოლოგიურად დიღმის ეს ნაწილი საკმაოდ აქტიური ზონაა და ამიტომ აქ პარალელურად არქეოლოგებიც მუშაობენ. აღმოჩენილია სხვადასხვა ძალიან ძველი საყოფაცხოვრებო თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტები. ერთის მხრივ, ბუნებრივია, ეს სამუშაოების ტემპს აჩერებს, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგ მასალას გვაძლევს ძველი თბილისის შესახებ. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ რომ უკვე წლის ბოლოს მოვრჩებით მთლიან სამუშაოებს და თბილისს შეემატება ახალი გვირაბი, რაც მოძრაობის განტვირთვას გამოიწვევს. პარალელურად შესრულდება სხვა ღონისძიებებიც რომლებიც ასევე მომდევნო წლებში გვაქვს დაგეგმილი, იგულისხმება აქვე ახლოს სამანქანო ხიდი მტკვარზე და ასევე ახალი გზიდან ჩამოსასვლელი, რომელიც ნუცუბიძეს დააკავშირებს მარშალ გელოვანთან. პრაქტიკულად ყველა ამ ღონისძიების შედეგად ქალაქი უფრო გავლადი და კომფორტული გახდება.
ლისის ტბაზე “მწვანე ქალაქი ლისის” განაშენიანება დაიწყო
ლისის ტბის მიმდებარედ, “მწვანე ქალაქი ლისის” განაშენიანების პირველი ფაზის პრეზენტაცია გაიმართა. ამით ქალაქში საფუძველი ჩაეყარა ერთ-ერთ უდიდეს დეველოპერულ პროექტს, რომლის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება და რომლის კონცეფციაც სრულიად უნიკალურია თბილისისთვის.
“მწვანე ქალაქი ლისი” - ახალი, ეკოლოგიური უბნის კონცეფციაა ერთგვარი „ქალაქი ქალაქში“, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონითა და უახლესი, დახვეწილი არქიტექტურით. ახალი ქალაქის საცხოვრებელი კომპლექსის ერთი ხედი მოიცავს ლისის მწვანე ლანდშაფტებს, სხვა რაკურსიდან კი მთელი თბილისის პანორამა იშლება.
პროექტს კომპანია “ლისი დეველოპმენტი” ახორციელებს. კომპანიის საქმიანობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებას ეხება. პროექტის ყველაზე მსხვილი ინვესტორები არიან ამერიკული საფინანსო კორპორაცია (OPIჩ) და ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO). “მწვანე ქალაქი ლისი” 355 ჰექტარზეა გაიშლება. ამ ფართის 1/3 ნაწილს საცხოვრებელი სგმენტი დაიკავებს - ბინები, თაუნჰაუსები და ვილები. სივრცის 2/3 კი არსებული უნიკალური ფლორა და საგანგებოდ გაშენებული ბაღები იქნება. თბილისის ცენტრიდან მხოლოდ ათიოდე წუთით დაშორებული ულამაზესი ადგილი, განსაკუთრებულია კლიმატური პირობები და უნიკალური თერმული წყლები, ახალი იპოდრომი – ეს ყველაფერი მხოლოდ “მწვანე ქალაქი ლისის” ბინადართა პრივილეგია გახდება. ახალი გარემოს გარდა, კომპანია “ლისი დეველოპმენტი” მწვანე ქალაქის მაცხოვრებელთა ჯანსაღი ცხოვრების სტილს უზრუნველყოფს. პროექტ “მწვანე ქალაქი ლისის” პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
გიგი უგულავა: ეს პროექტი ქალაქის განვითარების და დასაქმების კუთხით, უნიკალური შესაძლებლობაა და კარგი მაგალითი პარტნიორობის. მას შემდეგ, რაც აქ გზა გავიყვანეთ ეს ადგილი ბევრად ხალმისაწვდომი გახდა თბილისელებისათვის. ასევე, იგეგმება ქვემოთ ხიდის გაკეთება და ეს გზა პირდაპირ დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს. ლისის ტბა პრაქტიკულად ქალაქის ძალიან ორგანული და ახლო ნაწილი გახდება. ვფიქრობთ, რომ ეს ერთ ერთი მიმზიდველი ადგილი იქნება თბილისელებისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)