ლისის ტბის მიმდებარედ, “მწვანე ქალაქი ლისის” განაშენიანების პირველი ფაზის პრეზენტაცია გაიმართა. ამით ქალაქში საფუძველი ჩაეყარა ერთ-ერთ უდიდეს დეველოპერულ პროექტს, რომლის საწყისი საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება და რომლის კონცეფციაც სრულიად უნიკალურია თბილისისთვის.
“მწვანე ქალაქი ლისი” - ახალი, ეკოლოგიური უბნის კონცეფციაა ერთგვარი „ქალაქი ქალაქში“, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონითა და უახლესი, დახვეწილი არქიტექტურით. ახალი ქალაქის საცხოვრებელი კომპლექსის ერთი ხედი მოიცავს ლისის მწვანე ლანდშაფტებს, სხვა რაკურსიდან კი მთელი თბილისის პანორამა იშლება.
პროექტს კომპანია “ლისი დეველოპმენტი” ახორციელებს. კომპანიის საქმიანობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანებას ეხება. პროექტის ყველაზე მსხვილი ინვესტორები არიან ამერიკული საფინანსო კორპორაცია (OPIჩ) და ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO). “მწვანე ქალაქი ლისი” 355 ჰექტარზეა გაიშლება. ამ ფართის 1/3 ნაწილს საცხოვრებელი სგმენტი დაიკავებს - ბინები, თაუნჰაუსები და ვილები. სივრცის 2/3 კი არსებული უნიკალური ფლორა და საგანგებოდ გაშენებული ბაღები იქნება. თბილისის ცენტრიდან მხოლოდ ათიოდე წუთით დაშორებული ულამაზესი ადგილი, განსაკუთრებულია კლიმატური პირობები და უნიკალური თერმული წყლები, ახალი იპოდრომი – ეს ყველაფერი მხოლოდ “მწვანე ქალაქი ლისის” ბინადართა პრივილეგია გახდება. ახალი გარემოს გარდა, კომპანია “ლისი დეველოპმენტი” მწვანე ქალაქის მაცხოვრებელთა ჯანსაღი ცხოვრების სტილს უზრუნველყოფს. პროექტ “მწვანე ქალაქი ლისის” პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
გიგი უგულავა: ეს პროექტი ქალაქის განვითარების და დასაქმების კუთხით, უნიკალური შესაძლებლობაა და კარგი მაგალითი პარტნიორობის. მას შემდეგ, რაც აქ გზა გავიყვანეთ ეს ადგილი ბევრად ხალმისაწვდომი გახდა თბილისელებისათვის. ასევე, იგეგმება ქვემოთ ხიდის გაკეთება და ეს გზა პირდაპირ დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს. ლისის ტბა პრაქტიკულად ქალაქის ძალიან ორგანული და ახლო ნაწილი გახდება. ვფიქრობთ, რომ ეს ერთ ერთი მიმზიდველი ადგილი იქნება თბილისელებისთვის.
No comments:
Post a Comment