თბილისელებს დღეიდან ახალი, 2011 წლის ფორდის მარკის, ყვითელი ფერის მიკროავტობუსები მოემსახურება. პირველ ეტაპზე 4 ნომრის სამარშრუტო ხაზზე 36 მანქანა გავიდა. უახლოეს მომავალში ქალაქში არსებულ სხვა ხაზებზე მოძრავი ძველი მიკროავტობუსებიც ახალი მანქანებით შეიცვლება. მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა ტრადიციულთან ერთად თანამედროვე საბარათე სისტემითაც იქნება შესაძლებელი. თბილისში ტრანსპორტის შეღავათიანი ბარათით ყოველდღიურად მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს. ყველა ის მგზავრი, რომელიც მიკროავტობუსში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უკვე მოქმედ ელექტრონული ბარათს გამოიყენებს, მოქნილი ფასდაკლების სისტემით ისარგებლებს. სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე შეღავათი გავრცელდება და ისინი მგზავრობის ღირებულების ნახევარს გადაიხდიან, მეორე ნახევარს კი თბილისის მერია დაფარავს. ახალ მიკროავტობუსებში თითოეული მძღოლი და მგზავრი დაზღვეული იქნება. ქალაქში ახალი მიკროავტობუსების შემოყვანით უახლოეს მომავალში თბილისში უკეთ ორგანიზებული, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების სისტემა შეიქმნება.
კონდინციონერები რატო არ უმუშავეს????
ReplyDelete