თბილისის მერიამ და სავაჭრო ცენტრმა “ლილო მოლმა” ერთობლივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად ”ლილო მოლი” თბილისის მერიასთან აქტიურად ითანამშრომლებს და ვაკანტურ პოზიციებზე კადრებს მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეარჩევს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ”ლილო მოლის” დირექტორმა გია კვარაცხელიამ მოაწერეს ხელი. თბილისის მერი ასევე სავაჭრო ცენტრის განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო და იმ 5 ადამიანს შეხვდა, რომლებმაც ”ლილო მოლში” მუშაობა მერიის დასაქმების პროექტის ფარგლებში რამოდენიმე თვის წინ დაიწყეს.
უახლოეს მომავალში ”ლილო მოლი” დასაქმების ბაზიდან სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებზე, სათანადო კვალიფიკაციის მქონე 30 ადამიანს დაასაქმებს.
დასაქმების მსურველთა მონაცემების ბაზა თბილისის მერიაში უკვე ერთი წელია არსებობს და მისი დახმარებით ბევრი თბილისელი უკვე დასაქმდა. მონაცემთა ბაზა ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ მონაცემებს აერთიანებს და მასში დარეგისტრირება ნებისმიერ პირს შეუძლია. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა საცხოვრებელი სახლის მისამართის მიხედვით არსებულ რაიონულ მუნიციპალიტეტს ან გამგეობას უნდა მიაკითხოს და სპეციალური კითხვარი შეავსოს. ბაზაში რეგისტრირდება ასევე ყველა ის პირი, ვინც მერიის ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელ უფასო კურსებს ამთავრებს.
თბილისის მერია აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორში მოქმედ ყველა იმ კომპანიასთან, რომლებიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან. შესაბამისად მერიაში ყოველდღიურად თავს იყრის ინფორმაცია კომპანიებში არსებული ვაკანსიების შესახებ და შემდეგ მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება.
გიგი უგულავა: ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელი პროექტი იწყება, ეს არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტის რეკონსტრუქცია. ”ლილო მოლი” გახდება ბევრად უფრო მიმზიდველი, ცივილიზებული და ორგანიზებული. მთელი წლის განმავლობაში 3 500 000 ადამიანი მოდის და სარგებლოს, პრაქტიკულად ეს არის ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტი. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში, მას ქაოტური ხასიათი ქონდა, უკანასკნელ წლებში კი შედარებით მოწესრიგდა და მისასალმებელია, რომ ამ სავაჭრო ცენტრის მეპატრონეებმა გადაწყვიტეს ის აქციონ თანამედროვე ტიპის სავაჭრო მოლად, სადაც ადამიანს შეეძლება მოვიდეს და შეიძინოს ყველაფერი, რაც მას სურს. ”ლილო მოლში” ასევე იქნება დასასვენებელი და ბავშვის დასატოვებელი ადგილები, ანუ იქნება იმ კონცეფციის, რა კონცეპციითაც მთელ მსოფლიოში კეთდება მოლი. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ დღეს ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს და ჩვენ დასაქმების ბაზიდან რეკომენდაციას გავუწევთ ადამიანებს. რამდენიმე ადამიანი უკვე მოვიდა აქ, გაიარა შესაბამისი ტრეინინგი, აიმაღლა კვალიფიკაცია და დასაქმდა. დღეს უმუშევრობა არის ჩვენი მთავარი პრობლემა, განსაკუთრებით თბილისში, იმიტომ რომ უმუშევრობის მიგრაცია ძალიან მაღალია, ამიტომ ყველა პრობლემის გასაღები სწორედ სამუშაო ადგილების შექმნაში დევს და თითოეული სამუშაო ადგილი, რომელიც კერძო სექტორში იქმნება არის მისასალმებელი, გასაფრთხილებელი.

No comments:
Post a Comment