ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თამაშების მიმდინარეობისას უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა. კამერების მიერ გადაღებულ მასალაზე დაკვირვება უსაფრთხოების ოთახში წარიმართება, რომელიც ყველა აუცილებელი მოწყობილობით არის აღჭურვილი. სისტემა შესაძლებლობას იძლევა განხორციელდეს, როგორც სტადიონის გარე პერიმეტრის მთლიანი კონტროლი, ასევე არენაზე და ტრიბუნებზე არსებული სიტუაციის მონიტორინგი. ეროვნული სტადიონის დირექციამ მინდვრის საფარის ხარისხის ამაღლებისა და მოედნის მოვლა-პატრონობის გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის, ბრიტანული წარმოების 2 პროფესიონალური საკრეჭი მანქანა შეიძინა, რაც სამომავლოდ მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მინდვრის საფარის გაუმჯობესებას. ახალი ტექნიკისა და უსაფრთხოების ოთახის პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
გიგი უგულავა: ბოლო პერიოდში დიდი ენთუზიაზმი შეიმჩნევა გულშემატკივართა მხრიდან. ეს ბუნებრივია აისახება იმაზე, რომ როგორც კი პატარა წარმატებაა მაშინვე ბევრი ხალხი იყრის თავს ჩვენს სტადიონებზე. ამიტომ უსაფრთხოების ნორმების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ავღნიშნავ, რომ ადგილი აქვს ტრიბუნებზე სკამების დაზიანებას, ერთ-ერთი თამაშის დროს 1000 სკამი გაფუჭდა. ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. უსაფრთხოების სიტემა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რაიმე ექსცესის შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურებს ჰქონდეთ მოქნილი მოქმედების საშუალება, სრული ინფორმაცია მთელი სტადიონის პერიმეტრზე თუ რა ხდება. ეს არის უეფას სტანდარტი, რომელიც მინუსად ეწერა ეროვნულ სტადიონს და ეს პრობლემაც ეხლა აღმოფხვრილია. ერთ ერთი პრობლემა იყო ბალახის მოვლა, ჩვენც დავეხმარეთ და ტექნიკაში მოხდა ინვესტირება. ერთი სიტყვით ხვალ დინამო თამაშობს და სტადიონი მზადაა, რომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ დინამოს.
No comments:
Post a Comment