თბილისის მერია განაგრძობს ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რაც ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კუკიის დასახლებაში საქარის ქუჩაზე მოსახლეობის თხოვნით, 265 კვ.მ ფართობზე ახალი სპორტული მოედანი აშენდა. დაიგო ხელოვნური საფარი, გაკეთდა ღობეები, დაიდგა კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები. აღნიშნულ სამუშაოებზე 11 ადამიანი დასაქმდა. წლის ბოლომდე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე 30 ხელოვნურ საფარიანი მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია იგეგმება. ახალი სპორტული მოედანი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
გიგი უგულავა: თბილისის ძველ უბნებში ძალიან მჭიდრო განაშენიანებაა და ცოტაა თავისუფალი ადგილი იმისათვის, რომ განვითარდეს სპორტული ინფრასტრუქტურა. ამიტომ გამგეობები გაფრთხილებულნი არიან, რომ როგორც კი გამოჩნდება ადგილი, ის მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ამ მიმართულებით. თუ გაივლით ქალაქში, დაინახავთ, რომ ყველაზე სავსე მთელი დღე-ღამის განმავლობაში არის სტადიონები და უამრავი ბავშვი თავის სახლთან ახლოს ვარჯიშობს. ეს არის სწორი განვითარების და ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომლის დამკვიდრება სპორტულ შედეგებზეც აუცილებლად აისახება.

No comments:
Post a Comment