თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლა "ოლიმპის" მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცა და სკოლის განახლებული შენობა დაათვალიერა. სკოლა "ოლიმპს" 10 წლის ისტორია აქვს. სკოლა გახანგრძლივებული რეჟიმით მუშაობს და მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში გაძლიერებულ სწავლებას სთავაზობს. "ოლიმპის" ბაზაზე მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ სპორტის სხვადასხვა სახეობას: ცურვას, ფეხბურთსა და კალათბურთს დაეუფლონ. გოგონებისათვის ფუნქციონირებს გამოყენებითი ხელოვნებისა და საბალეტო ცეკვის წრეები. სკოლა სისტემატიურად ატარებს კონკურსებსა და სხვადასხვა გასართობ–შემეცნებით ღონისძიებებს სხვა პარტნიორი სკოლების მონაწილეობით. "ოლიმპში" 400 მოსწავლე სწავლობს და ისინი განათლებას 60 კვალიფიციური პედაგოგის დახმარებით იღებენ. ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის სკოლაში სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. საკლასო ოთახები და სპორტული დარბაზები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
გიგი უგულავა: მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, განსაკუთრებით მინდა მივესალმო მათ, ვინც პირველად უნდა შემოადგან ფეხი სკოლაში. მათთვის ეს განსაკუთრებული დღეა. გამსაკუთრებული იმიტომ, რომ გადავიდნენ ცხოვრების ახალ ეტაპზე. მიხარია, რომ ასეთი გახარებულები, მწყობრში შეუდგებიან ცხოვრების ყველაზე ლამაზ წლებს. მინდა ამ სკოლის ხელმძღვანელობას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება და მიხარია, რომ ამ აქ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ყველა საშუალებაა გამოყენებული. არსებობს სხვადასხვა სპორტის სახეობის დარბაზები და შესაძლებლობა, რომ მოზარდები სპორტს საუკეთესო დონეზე დაეუფლონ. გილოცავთ მეგობრებო, გილოცავთ ბავშვებო და შევუდგეთ სწავლას.

No comments:
Post a Comment