მუხიანის მესამე მიკრო-რაიონში გზის სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს. იგება 6 830 მეტრ კვადრატი ასფალტის საფარი, იცვლება 565 გრძივი მეტრი ბორდიურები და კეთდება ტროტუარები.
აღნიშნულ სამუშაოებზე 20 ადამიანია დასაქმებული, მათგან 3 მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა. სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე კვირას დასრულდება.
დედაქალაქში გრძელდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და შესაბამისად საგზაო სამუშაოები ქალაქის ყველა უბანში მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
No comments:
Post a Comment