განახლებულმა მესტიამ უამრავ სტუმარს უმასპინძლა. 13 სექტემბერს მესტიაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. სვანეთის ცენტრში ახალი იუსტიციის სახლი, პოლიციის შენობა, ჰოსტელის ტიპის სასტუმრო, ხიდი და136 -კილომეტრიანი გზა საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებებში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოსახლეობის მომსახურებაზე ორიენტირებული და გარემოსთან ადაპტირებული იუსტიციის სახლის შენობა გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მაიერმა დააპროექტა. კონსტრუქციას მთის ფორმა აქვს და ის სვანეთის ერთიან არქიტექტურულ სტილში ჯდება. იურგენ მაიერს ეკუთვნის მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტის პროექტი და ბათუმისა და რუსთავის იუსტიციის სახლების ინტერიერის დიზაინი. ახალი ობიექტების გახსნის შემდეგ, პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
No comments:
Post a Comment