თბილისის მერი გიგი უგულავა ევროკავშირისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივ ტრეინინგს დაესწრო, რომლის ძირითადი თემა დასაქმება და შრომის ბაზრის მართვაა. თბილისის მერი ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ მერიის დასაქმების პროექტი გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა.
თბილისის მერიისა და დონორი ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში, უახლოეს მომავალში თბილისში არსებული შრომის ბაზრის კვლევა ჩატარდება და საჭირო კვალიფიკაციისა და ცოდნის მიღების მიზნით, მერიის დასაქმების მსურველთა ბაზაში დარეგისტრირებულ პირთა პროფესიული გადამზადება დაიწყება. უმუშევრობის დონის შემცირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ფონის გაუმჯობესების მიზნით, დასაქმების პროგრამა თბილისის მერიამ ერთი წლის წინ შეიმუშავა და მისი განხორციელება დაიწყო. პროგრამა დასაქმების მსურველთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაციას, ვაკანსიების მოძიების მიზნით, კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობას, შრომის ბაზრის კვლევასა და ანალიზს მოიცავს.
დასაქმების ბაზაში მსურველთა რეგისტრაცია მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თბილისის მასშტაბით არსებულ 30 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ბაზაში ასევე ავტომატურად რეგისტრირდება ყველი ის პირი, რომელმაც თბილისის მერიის ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები დაამთავრა.
დასაქმების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას მათთან არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით. მოქნილი საძიებო სისტემის საშუალებით, დასაქმების მსურველთა ბაზაში ხორციელდება კონკრეტულ პოზიციაზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურის შერჩევა და დამსაქმებლისთვის ინფორმაციის მიწოდება. მერიასა და კერძო კომპანიების ურთიერთთანამშომლობის ეს ფორმა უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მოძიებასთან დაკავშირებული დროისა და ხარჯის დაზოგვას.
დასაქმების პროგრამის ფარგლებში, უახლოეს მომავალში დაიწყება შრომის ბაზრის კვლევა. კვლევის შედეგების საფუძველზე, დაგეგმილია ბაზაში რეგისტრირებულ იმ მოქალაქეთა გადამზადება, რომელთა პროფესიები აღარ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს. ასევე, იგეგმება კონკრეტულ ვაკანსიაზე შერჩეული კანდიდატებისთვის სამოტივაციო ტრეინინგების ჩატარება და დასაქმების პროცესის სხვა ხელშემწყობი აქტივობები.
თბილისის მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან უკვე ასობით თბილისელი დასაქმდა და განხორციელებული სიახლებით უახლეს მომავალში კიდევ ბევრი თბილისელი იპოვის მისთვის სასურველ სამსახურს.

No comments:
Post a Comment