თემქაზე ახალი მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. ოთხსართულიანი ობიექტი 1 000 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული. შენობის პირველ სართულზე სუპერმარკეტი და აფთიაქი ფუნქციონირებს. მარკეტი ადგილობრივ მოსახლებას სხვადასხვა სახეობის მაღალხარისხიან პროდუქციას სხვა მაღაზიებთან შედარებით დაბალ ფასად სთავაზობს. მრავალფუნქციური ცენტრის მეორე სართულზე სილამაზის სალონი და სტომატოლოგიური კაბინეტი გაიხსნება, რომელიც პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. ზედა ორ სართულზე დაგეგმილია კაფე–ბარისა და პურ–ფუნთუშეულის საცხობის გახსნა. ამჟამად ახალ კომპლექსში 30 ადამიანია დასაქმებული. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ სულ 100 ადამიანი დასაქმდება. მრავალფუნქციური ცენტრის ადმინისტრაცია თბილისის მერიასთან თანამშრომლობს და უახლოეს მომავალში კადრებს მერიის დასაქმების ბაზიდან შეარჩევს. აღნიშნული ბაზა თბილისის მერიაში ერთი წელია ფუნქციონირებს და ის ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. მასში დარეგისტრირება ნებისმიერ თბილისელს შეუძლია. მერია აქტიურად თანამშრომლობს ქალაქში მოქმედ კერძო კომპანიებთან და მათთან ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, მუშაობის დაწყების მსურველ თბილისელებს კომპანიებთან უწევს რეკომენდაციას. ახალი მრავალფუნქციური ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასა და ობიექტში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ახალი ობიექტების განვითარებას, იქნება ეს სავაჭრო ცენტრი, მაღაზია, სალონი, პატარა საამქრო თუ სხვა. ეკონომიკური გაჭირვების დაძლევის ერთადერთი სწორი საშუალება სწორედ მცირე, პატარა ან საშუალო ბიზნესის განვითარებაა. ამ ობიექტში 30 ადამიანია დასაქმებული და მისი სრულად ამუშავების შემდეგ, 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება. მისასალმებელია ისიც, რომ ეს გააკეთეს რუსეთში მოღვაწე ქართველებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს საქართველოში დაბრუნება. ასეთი ძალიან ბევრი ადამიანია სხვადასხვა ქვეყანაში და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შესაძლებელია მათი მოზიდვა სამშობლოში და ბიზნესის ნებისმიერი მიმართულებით დაწყება. ერთადერთი სწორი გზა, სოციალური პრობლემების გადასაჭრელად არის ბიზნესის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა დაასაქმოს ადამიანი, ხოლო დასაქმება არის მთავარი ხელშეწყობა და გამოსავალი იმ გაჭირვებიდან, რომელშიც ძალიან ბევრი თბილისელი იმყოფება.

No comments:
Post a Comment