სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს სასწავლო სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ. პროექტის მიზანია, რომ ყველა მოსწავლეს სწავლის თანაბარი პირობები ჰქონდეს და სათანადო ზოგადი განათლება მიიღოს.
2011-2012 სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელობი გადაეცემათ I-VI კლასის ჩათვლით ყველა იმ მოსწავლეს, ვისი სარეიტინგო ქულა 70 000–ს შეადგენს და VII-XII კლასის მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000–ია. ქალაქში ასეთი 8 743 მოსწავლეა და თითოეული მათგანი სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, წიგნები სკოლის ბიბლიოთეკებს გადაეცემათ და მომავალ წელს მის გამოყენებას სხვა ბავშვებიც შეძლებენ. სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ჩეკურიშვილების ოჯახს თბილისის მერმა გიგი უგულავა ესტუმრა და ოჯახის ოთხ მცირეწლოვანს სკოლის სახელმძღვანელოები გადასცა.

No comments:
Post a Comment