გარდა ამისა ეს ქსელი აპირებს გაფართოებას. მათთან ვთანამშრომლობთ ისევე, როგორც სხვა კომპანიებთან. ჩვენი დასაქმების ბაზიდან მაქსიმალურად გვინდა, რომ შევუწყოთ ხელი და დავაკავშიროთ ერთმანეთთან დამსაქმებელი და ის ადამიანი, ვისაც მუშაობის დაწყება უნდა. ამ ბაზიდან აქ ხუთი ადამიანია დასაქმებული და ეს თანამშრომლობა ბუნებრივია კიდევ გაგრძელდება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ნუცუბიძის ქუჩაზე ახლადგახსნილი სუპერმარკეტი – ”ფეი ლესი ” დაათვალიერა და სავაჭრო ცენტრში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა, რომელთა ნაწილი მერიაში არსებული დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა. აღნიშნული ბაზა მერიაში რამოდენიმე თვეა შეიქმნა და ის ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ, მუშაობის დაწყების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. ერთიან ბაზაში დარეგისტრირება ნებისმიერ პირს შეუძლია. თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებთან, შესაბამისად ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით და ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს მუშაობის დაწყებაში ეხმარება.
სუპერმარკეტ ”ფეი ლესს” საკუთარი ქვის პურის მინი ქარხანა, ფუნთუშებისა და ქართული პურის საცხობი და შაქრის დამფასოებელი საამქრო აქვს. შესაბამისად აღნიშნული პროდუქცია მარკეტში სხვა მაღაზიებთან შედარებით დაბალ ფასებად იყიდება.”ფეი ლესში ”ამჟამად 42 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ქალაქის სხვადასხვა უბანში მაღაზიათა ქსელის გაფართოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შემნას უახლოეს მომავალში გეგმავს.
გიგი უგულავა: კონკურენცია, რაც უფრო მაღალია ნიშნავს მეტ შეჯიბრს, მეტ ინოვაციას, რომელიც საბოლოო ჯამში პროდუქციის ფასზე აისახება. ეს მაღაზია პროდუქციის ნაწილს თავად აფასოებს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს დაბალი ფასები შეთავაზოს. სწორედ ასეთი საშუალებებით ჩვენ შევძლებთ გაუმკლავდეთ იმ პრობლემებს რა პრობლემების წინაშეც ობიექტურად ჩვენი ქვეყანა სურსათმომარაგების თვალსაზრისით აღმოჩნდა.
Thursday, March 24, 2011
Tuesday, March 22, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ უფასო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული 12 პროექტი დაათვალიერა
თბილისის მერია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაწყების ნებისმიერ მსურველს, საშუალებას აძლევს თბილისის მერიის ვებ-გვერდზე:www.tbilisi.gov.ge/architect ერთბინიანი, ინდივიდუალური 100კვ.მ-დან–250კვ.მ-მდე საერთო ფართის საცხოვრებელი სახლების პროექტები უსასყიდლოდ აირჩიოს და მშენებლობა უმოკლეს ვადაში დაიწყოს. პროექტის მიზანია: მოქალაქეებისთვის მომსახურების დაჩქარება, გამარტივება და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ასევე სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება და შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. თბილისის მერიამ მეორე ეტაპზე უფასო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების ახალი პროექტების შესარჩევად კონკურსი შემოდგომაზე გამოაცხადა. კონკურსის მიმდინარეობისას არქიტექტურის სამსახურში 190 საკონკურსო განაცხადი შევიდა. რომელთაგან კვალიფიციური არქიტექტორების მიერ დაკომპლექტებულმა ჟიურიმ 12 არქიტექტორის 12 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. თითოეული ავტორი თბილისის მერიისგან პრემიის სახით 2 500 ლარს მიიღებს.
გიგი უგულავა: მინდა მოგილოცოთ ჩვენს კონკურსში გამარჯვება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ კონკურსზე ძირითადად ახალგაზრდა არქიტექტორების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ამ წამოწყაბის ძირითადი იდეაა: პროექტები უკვე მზა სახით ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი იყოს. მსურველს შეუძლია ორ-სამ დღეში აიღოს არამარტო ნებართვა, არამედ პროექტიც და ერთი კვირის განმავლობაში დაიწყოს მშენებლობა. ჩვენი გენერალური გეგმის მიხედვით, მსგავსი ტიპის მშენებლობა შესაძლებელია თბილისის ყველა გარე უბანში, არაისტორიულ და არა სპეციალურად დაცულ ზონებში. ადამიანს შეუძლია აიშენოს ასეთი ტიპის სახლი სწრაფად და არ დაკარგიოს დრო ბიუროკრატიულ ლაბირინთებში სიარულით იმიტომ, რომ ხშირად 5-6 თვე იკარგებოდა მხოლოდ შეთანხმებისა და პროექტირების სტადიაზე, შემდეგ ზამთარი უწევდა და პრაქტიკულად მთელი ერთი წლით იწევდა სამუშაოების დაწყება. დღეს ეს პრობლემა რეალურად მოგვარებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მშენებლობა ქალაქის ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია.

Monday, March 21, 2011
თბილისის მერი გიგი უგულავა ახალი ვებ-გვერდის chemikucha.ge პრეზენტაციას დაესწრო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ვებ-გვერდ: chemikucha.ge-ის პრეზენტაცია გამართა. ახალ ვებ-გვერდზე თბილისელებს შესაძლებლობა ექნებათ ქალაქის ქუჩებში არსებული პრობლემების შესახებ, მოკლე შეტყობინება განათავსონ, რაც ამ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. ვებ-გვერდის ადმინისტრაცია აქტიურად ითანამშრომლებს თბილისის მერიასთან. ქალაქის მუნიციპალიტეტი განიხილავს საიტზე შემოსულ საკითხებს და ეცდება მათ მოგვარებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს თბილისი უფრო ლამაზი, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი ქალაქი გახდეს. ახალი ვებ-გვერის პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა და მერიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. chemikucha.ge FixMyStreet–ის კონცეფციას ემყარება, რომელიც წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ნორვეგიაში და სხვა ქვეყნებში წარმატებულად ხორციელდება. აღნიშნულ ქვეყნებში ანალოგიური ვებ-გვერდების დახმარებით ათასობით პრობლემა გადაიჭრა. Chemikucha.ge პირველი ასეთი სახის პლატფორმაა, რომელიც პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყანაში შეიქმნა.
გიგი უგულავა: მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანია ნებისმიერ ურბანულ განვითარებაში. ვფიქრობ ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ჩვენ ოპერატიულად მივიღოთ ინფორმაცია.მთავარია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დატოვოს შეტყობინება ამ ვებ-გვერდზე. ინფორმაციის მიღებისთვის ეს ნამდვილად კარგი საშუალებაა. თბილისში ინტერნეტით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად მატულობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხუთი წლის განმავლობაში პრაქტულულად მოსახლეობის უმრავლესობა ინტერნეტის მომხმარებელი გახდება. ამით არის განპირობებული ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი სერვისი გადავიტანოთ. ეს არის მომავალი ნებისმიერი კომუნიკაციის. მე არ მინდა შევქმნა ილუზია, რომ შეტყობინებიდან ერთ წუთში შეიძლება პრობლემა გადაიჭრას, რადგან ამას დრო, თანხა და ბევრი სხვა რამ სჭირდება. თუმცა ნებისმიერი ფორსმაჟოპრული საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტისთვის და გრძევადიანი გეგმების შედგენისთვის ეს საიტი ნიშვნელოვანი იქნება, რადგან გრძელვადიანი გეგმები სწორედ მოქალაქეების აქტიურობის საფუძველზე დგება.

Saturday, March 19, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ განათლების საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა
სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საგანმანათლებლო ცენტრ „UK Bridge“-ის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. „UK Bridge“-ის 2008 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში სასწავლო ცენტრმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და მალტაში 500–ზე მეტი სტუდენტზე გაუშვა სასწავლებლად. განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ევროპული სასწავლებლების წარმომადგენლებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა: მინდა მივესალმო ამ საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივას. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართველი ბავშვებისთვის და სტუდენტებისთვის პირდაპირ დაუკავშირდნენ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა სკოლებს. ეს პროექტი ძალიან საინტერესო სხვადასხვა ტიპის პროგრამებს სთავაზობს მოსწავლეებს. თანამედროვე სამყაროში განათლება არის გლობალური რამ, განათლება არ შეიძლება იყოს რაიმე საზღვრებში მოქცეული, განათლება არის უსაზღვრო და ამ უსაზღვროობას სჭირდება სწორდ ეს ხიდი. ეს არის დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილება და ასევე ძალიან კარგი და ადვილი შესაძლებლობა სწრაფად შეისწავლონ ინგლისური და სხვა ენები. ეს არის კერძო ინიციატივა, რაც ძალიან მისასალმებელია და მინდა მათ მხარდაჭერა აღვუთქვა.

Thursday, March 17, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ–ბაირამის დღესასწაული მიულოცა
ვეძისის დასახლებაში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას თბილისის მერი გიგი უგულავა შეხვდა, მათ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აზერბაიჯანული ფოლკლორის კონცერტს დაესწრო. ნოვრუზ-ბაირამი მუსულმანებისთვის სიცოცხლის, სიყავრულის, სისუფთავის, შერიგებისა და ბუნების პატივისცემის ზეიმია, ამიტომ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თბილისის იმ უბნებში, სადაც აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, ამ დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
Wednesday, March 16, 2011
თბილისის მერი გიგი უგულავა „ბრავო რექორდსის“ გახსნას დაესწრო
თბილისში პირველი ქართული მუსიკალური ბიზნეს კომპანია დაარსდა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად „ბრავო რექორდსის“ გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო. „ბრავო რექორდსი“ ხმის ჩამწერ სტუდიას, მუსიკალურ გამომცემლობასა და ხმის ჩამწერ კომპანიას აერთიანებს, რომელიც მუსიკოსის კარიერის მენეჯმენტს, საავტორო უფლებების მართვას, აუდიო–ვიზუალური პროდუქციის შექმნასა და გაყიდვებს განახორციელებს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.
„ბრავო რექორდსის“ სტუდიური ოთახები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით არის აღჭურვილი, რაც შემსრულებლებს შესაძლებლობას მისცემს მსმენელს მაღალი ხარისხის პროდუქცია შეთავაზოს.
გიგი უგულავა: მე მერიის სახელით მინდა გამოვხატო კმაყოფილება და აღტაცება ამ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყების გამო. დღევანდელი დღე არის ძალინ მნიშვნელოვანი, რადგან საბოლოო ჯამში თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს სფერო განვითარედეს, ინფრასტუქტურა აუცილებელია, მაგრამ მთავარია ის მიდგომა, რაც გაჩერებულ წყალს მისცემს მოძრაობას და გაჩერების მდგომარეობიდან მოძრაობის მდგომარეობაში გადაიყვანს. ბუნებრივია განსაკუთრებით ამ დღეს მივულოცავ ყველა ჩვენს შემსრულებელს და წარმატებებს ვუსურვებ მათ.

Tuesday, March 15, 2011
თბილისის მერი გიგი უგულავა ახალი სამარშრუტო ტაქსების პრეზენტაციას დაესწრო
თბილისში მოქალაქეთა სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მქონე კომპანიებმა, რომლებმაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს, დღეს საზოგადოებას მიკროავტობუსის ის მოდელი წარუდგინეს, რომელიც მათ მიერ აღებული ვალდებულების თანახმად, თბილისელებს უახლოეს მომავალში მოემსახურება.
ახალი მიკროავტობუსები ყვითელი ფერის, 2011 წლის „ფორდ ტრანზიტის“, 17 ადგილიანი (16 მგზავრი + 1 მძღოლი) მოდელია. თითოეული მანქანა აღჭურვილი იქნება ჰაერის კონდიცირების მძლავრი სისტემებით, რაც მგზავრთა კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს. მიკროავტობუსებში ასევე დამონტაჟდება ელექტრონული გადახდის აპარატები, რომელთა საშუალებითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ მგზავრობის ღირებულება ელექტრონული, უკონტაქტო ბარათებით გადაიხადონ. ახალ სამარშრუტო ტაქსებში სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ და მათი მგზავრობის ღირებულების ნაწილს თბილისის მერია დაფარავს. პრეზენტაციას თბილისის მერი, კონკურსში გამარჯვებული კომპანიების, „თიბისი ბანკისა“ და “ფორდის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.
გიგი უგულავა: მთავარია ახალი მიკროავტობუსები იყოს კომფორტული. ყველა სამარშრუტო ტაქსს ექნება თავისი დისლოკაციის ადგილი და ისევე, როგორც ავტობუსები,ისინიც ყოველდღიურად გაირეცხება და შემოწმდება. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ცენტრალურ მაგისტალებზე, გაჩერებები რეგლამენტირებული იქნება და საავარიო სიტუაციებიც მინიმუმამდე დავა. ერთიანობაში ჩვენ მივიღებთ უკეთესად ორგანიზებულ, უსაფრთო და კომფორტულ სატრანსპორტო სისტემას.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპი გამოაცხადა
თბილისის მერიის პროექტი - “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, ავარიული საბინაო ფონდისა და ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას ითვალისწინებს, ახალ ეტაპზე გადადის.
მოდიფიცირებული პროექტი უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მის ფარგლებში ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩრებულის დასრულება სურს, თბილისის მერია გაუფორმებს წერილობით დაპირებას.
დაპირების თანახმად, სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან 3 თვის ვადაში თუ ვერ მოხდა ბინების რეალიზაცია, ერთი წლის განმავლობაში მერია ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის, რაც ნიშნავს, რომ დასრულებულ მშენებლობას გარანტირებული მყიდველი ეყოლება. სამშენებლო კომპანიებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესი ფასის შეთავაზების შემთხვევაში, ფართი ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს მიყიდონ.
კომერციული ბანკები სამშენებლო კომპანიებს, რომელთაც თბილისის მერიასგან ექნებათ შესყიდვის გარანტია გაცემული დაპირების სახით, მარტივად გამოუყოფენ საჭირო ოდენობის კრედიტს, რადგან გაფორმებული დაპირება ბანკისთვს კრედიტის დროულად დაფარვის გარანტიაა.
ბინებს, რომლებსაც თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებისგან შეისყიდის მერიაში შექმნილი “უძრავი ქონების განვითარების ფონდი” განკარგავს და იმ თბილისელებზე გაანაწილებს, რომლებიც უკიდურესად ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ და დღემდე მერია მათ ქირით აკმაყოფილებს. გამოთავისუფლებული ტერიტორიის განვითარებაზე ადგილობრივი ხელისუფლება იზრუნებს.
“ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპი არის მარტივი ფორმულა: ბანკი ადვილად გასცემს სესხს ნებისმიერ სამშენებლო კომპანიაზე, რომელსაც გარანტირებული მყიდველი ეყოლება, რაც შეჩერებული მშენებლობების სწრაფად დასრულებას უზრუნველყოფს.
პროექტი ხელს შეუწყობს სამშენებლო სფეროს სტიმულირებას, მშენებლობის განვითარება კი ყველა იმ მომიჯნავე ბიზნეს-სფეროს განავითარებს, რომელიც მასთან არის დაკავშირებული.
“ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა განვითრდეს კერძო სექტორი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, დასრულდეს შეჩერებული ობიექტების მშენებლობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები.
პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია. დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებზე თბილისის მერია გასცემს დაპირებას აღნიშნული დროის განმავლობაში გასცემს.
გიგი უგულავა: როგორც იცით, დედაქალაქში წარმატებით განხორციელდა უნიკალური პროექტი ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე, რომელმაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო: 422 ოჯახი დაკმაყოფილდა სრულყოფილი ბინით – ძველისა და ნახევრად დანგრეულის სანაცვლოდ, ხოლო ქალაქმა მიიღო 62 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი გამოთავისუფლებული ფართი. მთლიანობაში, ხარჯებმა 54 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა ჩვენ წავედით ამაზე თბილისელების ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე შეჩერებული მშენებლობების განსაახლებლად და სამუშაო ადგილების აღსადგენად.
ამ პროექტმა საკუთარი მისია შეასრულა. თავის დროზე იგი უალტერნატივოც იყო!
მაგრამ დღეს ქვეყნის წინაშე ახალი ამოცანები დგას. შესაბამისად, თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ აუცილებელია კიდევ უფრო მეტად კრეატიული და ორიგინალური პროგრამების შემუშავება.
პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა ისეთი პროგრამის შექმნა, რომელიც შეინარჩუნებს ძველი პროექტის დადებით ტენდენციებს, თუმცა უფრო მარტივი და დღევანდელ რეალობაზე უკეთ მორგებული იქნება.
ახალ ფაზაზე, შევიმუშავეთ სრულიად განსხვავებული მოდელი, რომელიც, ბევრად მაშტაბური, უფრო მარტივია და არ მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან დამატებით ხარჯებს.
თბილისის მერია მზადაა გააფორმოს სამშენებლო კომპანიებთან წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება უკვე დასრულებულ და ექსპლუატაციაში მიღებულ საცხოვრებელ კოროპუსებში შესყიდვის შესახებ, 1 კვადრატული მეტრისა – 400 დოლარად, ექვივალენტით ლარში.
ჩვენი ახალი პროექტი, ფაქტიურად მშენებლობის უფასო დაზღვევაა. ანუ, მერია ქმნის ვითარებას, როდესაც მშენებელს უკვე ყავს ბინის გარანტირებული მყიდველი – სახელმწიფოს სახით!
ეს ბევრად გააადვილებს თანამშრომლობას სამშენებლო კომპანიებსა და ბანკებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და ჩვეულებრივ ინვესტორებს შორის, რადგან მხარეები დარწმუნებულები იქნებიან, რომ მათი ფული არც ერთ შემთხვევაში არ დაიკარგება.
მოგეხსენებათ, ყოველწლიურად თბილისის მერია რამდენიმე მილიონ ლარს ისედაც ხარჯავს ავარიული ბინებიდან მოქალაქეთა გასახლებისა და მათთვის საცხოვრებლის დასაქირავებლად. ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება ამ სახსრების მიმართვა უკვე დასრულებული ბინების შესასყიდად. შესაბამისად ახალი პროექტი მნიშვნელოვანია სოცალური პროგრამების გაძლიერების თვალსაზრისითაც.
ამით ერთდროულად რამდენიმე მიზანს მივაღწევთ:
• დაიწყება ახალი მშენებლობები, რადგან პროგრამა ახალ მშენებლობებსაც სთავაზობს თანამშრომლობას
• განახლდება შეჩერებული მშენებლობები;
• შეიქმნება ათეულობით ათასი სამუშაო ადგილი დაწყებული.
• აღარ დაგვჭირდება რთული ფორმულების შედგენა და კონკურსების გამოცხადება, რაც საფრთხეების გარდა ვერც ფარავდა მთლიანად, სამშენებლო სექტორის საჭიროებას.
• ამავდროულად, ვქმნით ხელსაყრელ გარემოს ასეულობით მილიონი კერძო ინვესტიციის მოსაზიდად სამშენებლო სფეროში და, მთლიანად, ეკონომიკაში. თანაც ისე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაძლო ხარჯები, პროექტის მარგი ქმედებასთან შედარებით, მინიმალური იქნება.
• გამოირიცხება ყოველგვარი გარიგება. გასარიგებელი უბრალოდ არაფერია: ნებისმიერ ბიზნესმენს (და არა მხოლოდ უკვე არსებულ სამშენებლო კომპანიებს) შეუძლია მოვიდეს მერიაში, გააფორმოს წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება და ჰქონდეს გარანტია, რომ დასრულებულ ბინებს გარანტირებულად ეყოლება მყიდველი სახელმწიფოს სახით.
დარწმუნებული ვარ, პროექტის ამოქმედება აუცილებლად გამოიწვევს გამოცოცხლებას უძრავი ქონების ბაზარზე.
ყველას მოვუწოდებ: იჩქარეთ! იჩქარეთ, რადგან ჩვენი წინადადება ძალაშია მხოლოდ 1 წლის განმავლობაში. ანუ თბილისის მერია მხოლოდ 2012 წლის აპრილამდე აფორმებს წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულებებს მშენებლებთან, რომლებიც, შემდგომ, გონივრულ ვადებში დაასრულებენ თავის პროექტებს.
სახელმწიფოს დანიშნულება სწორედ ესაა: შექმნას საინვესტიციო გარემო და გააძლიეროს ნდობა ეკონომიკის სუბიექტებს შორის, დაეხმაროს და თავდებში დაუდგეს მას, ვისაც ერთის მხრივ ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, ხოლო მეორეს მხრივ, აქვს საშუალება, ამ მხარდაჭერის წყალობით, აამუშავოს ეკონომიკის წამყვანი დარგები.

Monday, March 14, 2011
“ქვემო კალას” რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ვიცე-მერმა დავით ნინიძემ დაათვალიერეს
ძველი თბილისისთვის ისტორიული იერსახის დაბრუნება თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით ქალაქის სხვადასხვა უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად პროექტ “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში “ქვემო კალას” რეაბილიტაციის ახალი ეტაპი დაიწყო. პროგრამის მიხედვით, სამუშაოები ჩაუტარდება ნარიყალას ქვევით ბეთლემის ქუჩისა და ბოტანიკურის ქუჩის მიმართულებით მდებარე 50-მდე სახლს. ამ ეტპზე სამუშაოები 16 შენობაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები (წყალი, კანალიზაცია და ა.შ.), გამაგრდება და განახლდება შენობების საძირკვლები, კედლები, სახურავები, ფასადები, ქუჩები მოიკირწყლება და განათდება. ნაგებობების მდგრადობასა და საცხოვრებელი ფართების ოპტიმიზაციასთან ერთად, გაჩნდება სათანადო სველი წერტილები. ყოველივე ამის შედეგად, მკვეთრად გაუმჯობესდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები; თითოეულ ოჯახს შესაძლებლობა ექნება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ უბანში კაფეები და საოჯახო სასტუმროები გახსნას, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. სამღებროს, საადის, ირგვლივის, ბეთლემისა და სხვა ქუჩების რესტავრაციის შედეგად, თბილისელებს, ქართველ და უცხოელ ტურისტებს, საშუალება ექნებათ, ძველი თბილისის ეგზოტიკური და უკვე რეაბილიტირებული უბანი დაათვალიერონ, რომელიც მეტეხის ხიდიდან და “მეიდნიდან” მოყოლებული ბოტანიკურის ქუჩის, ბოტანიკური ბაღის, აბანოების უბნის, ლეღვთახევისა და ორმოცმოწამეთა ეკლესიის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას მოიცავს. “ქვემო კალას” რეაბილიტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
გიგი უგულავა: სამღებროს ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია ძველი თბილისის ნაწილის, სახლების დიდი ნაწილი იმდენად ამორტიზირებული იყო, რომ მათი შენარჩუნება შეუძლებელია, ამიტომ მოხდა შენობების დაშლა და მიმდინარეობს მათი იგივე ფასადით აღდგენა. გარდა ამისა მთავარი და მნიშვნელოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის ის, რომ მოხდება მფლობელების მიერ სახლების კომერციალიზაცია, მალე აქ სამი “გესთ ჰაუზი”, მაღაზიები და პატარა კაფეები გაიხსნება. ყოველივე ეს კი დამატებითი შემოსავალია თბილისელებისთვის და ხელს უწყობს ძველი თბილისისთვის საზოგადოებრივი დანიშნულების მიცემას, რათა ის უფრო მიმზიდველი გახდეს, როგორც თბილისელებისთვის, ისე ქალაქის სტუმრებისთვისაც.

Sunday, March 13, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ გუდაურში მერიის თასის გამარჯვებულები დააჯილდოვა
გუდაურში თბილისის მერიის ყოველწლიური თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირი ხელს უწყობს ექსტრემალური სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. შეჯიბრებები სამთო–სათხილამურო სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოეწყო. გამარჯვებულებს გიგი უგულავამ ფულადი პრემიები, სიგელები და თბილისის მერიის თასი გადასცა.
გიგი უგულავა:საქართველოში მთლიანად დაახლოებით ათი ათასი კაცი დგას თხილამურებზე, ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ზამთრის სახეობების განვითარება ბევრი ძალისხმევაა საჭირო მისი პოპულარიზაციისთვის. ამ თვალსაზრისით გუდაური ყველაზე მეტად წინწასულია, მალე მას მესტია იქნება თუ სხვა კურორტები დაეწევიან, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის კიდევ უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ. მომავალი წლიდან ჩვენ გვინდა თბილისის სკოლებსა და აქაურ სპორტ–სკოლებს შორის სპეციალური ხელშეკრულებები გაფორმდეს, რათა გრაფიკი უფრო მოქნილი იყოს და ბავშვებს უფრო მეტად შეეძლოთ აქ ამოსვლა. ასევე გვინდა სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ცალკე პროგრამა შევიმუშაოთ. გარდა ამისა ეხლა მუშავდება გუდაურის განვითრების გენერალრი გეგმა, რამაც უნდა მოაწესრიგოს სამშენებლო და სხვა ინფრასტრუქტურული საკითხები, რათა ჩვენ დავძრათ და გუდაური გავხადოთ იმ სტანდარტის კურორტი რაც მას შეეფერება.

Saturday, March 12, 2011
თბილისის მერი გიგი უგულავა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰრაჩ სილვანიანი საქართველოში 5 წლიანი მოღვაწეობის დასრულებასთან დაკავშირებით, თბილისის მერს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია. გიგი უგულავამ სილვანიანს, თბილისსა და ერევანს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის საჩუქრად თბილისის სიმბოლური გასაღები და სამადლობელი წერილი გადასცა.
გიგი უგულავა: თითოეული ელჩის მოღვაწეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობის განვითარებაში, ამ თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობები. მაგალითად 2010 წელს სასომხეთიდან ტურისტების ნაკადი იყო ყველაზე მაღალი და რა თქმა უნდა საელჩოს აქტიური მუშაობით არის განპირობებული. მინდა ბატონ სილვანიანს მადლობა გადავუხადო ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარებისთვის და წარმატებები ვუსურვო.

Friday, March 11, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები დაათვალიერა
საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში, რომელიც ინვესტორმა ალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილი მრავალფუნქციური ნაგებიბის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად გამოაცხადა, ქართველ არქიტექტორებთან ერთად, მსოფლიოში ცნობილი: ზაჰა ჰადიდი, უილიამსი, სანჩო, ბაუმანი და სხვა არქიტექტორები მონაწილეობდნენ. კონკურსში სულ ცხრა არქტექტურულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და მათ 13 პროექტი წარმოადგინეს. აღნიშნული პროექტებიდან საუკუთესოებს კომპეტენტური ჟიური მარტის ბოლოს გამოავლენს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი სოლიდური ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. ალექსიძის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ რაიონში მდებარეობს და ტერიტორიის მნიშველობიდან გამომდინარე, მისი განაშენიანება აქტუალურია ქალაქის შემდგომი განვითარებისათვის. მრავალფუნქციური შენობის მშენებლობაზე ასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და მეტი თბილისელი დასაქმდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ვიცე-მერმა დავით ნინიძემ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები დაათვალიერეს.
გიგი უგულავა: პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ინვესტორი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს, რომელშიც ადგილობრივი და უცხოელი არქიტექტორები მონაწილეობენ. კონკურსი მაღალ დონეზეა ჩატარებული და შესაბამისად საპრიზო ფონდიც მაღალია. გამარჯვებული ამ ცამეტი პროექტიდან შეირჩევა და შემდეგ დაიწყება მისი განვითარება, რომელიც თბილისში ერთ–ერთი გამორჩეული შენობა იქნება სამშენებლო ბიზნესი ნელ–ნელა ცოცხლდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ მას, მოვხსნათ ყველა ბარიერი, რაც არის ამ პროცესის შემაფერხებელია, ვინაიდან ეს სფერო არის თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაქმებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი.

Thursday, March 10, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხორცის სპეციალიზირებული მაღაზიათა ქსელის “იბერულას” ახლადგახსნილი ფილიალი დაათვალიერა
2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. შესაბამისად ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს. დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ გია ნაცვლიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი დაფუძნდა და კომიტეტის გენერალური მდივნისა და თავმჯდომარის ვინაობა დასახელდა.
გიგი უგულავა: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ უკვე საბოლოოდ ხელი მოეწერა და ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტსა და თბილისის მერიას შორის. ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში ჩატარდება და შესაბამისად ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ ჩვენ ღირსეულად უმასპინძლოთ ამ ღონისძიებას.
წესდების მიხედვით იქმნება ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი. ბატონი რეზო ჩომახიძე იქნება საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და ბატონი არჩილ გეგენავა გენერალური მდივანი. ეს ორი ადამიანი იქნება პასუხისმგებელი თბილისელების წინაშე თუ რა დონეზე ჩავატარებთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას და მინდა წარმატება ვუსურვო მათ.

2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის გენერალური მდივნისა და თავმჯდომარის ვინაობა დასახელდა

Wednesday, March 9, 2011
კანში გამართულ უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი პროექტები წარმოადგინა
კანში გამართულ უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე თბილისის მერიამ რკინიგზის გადატანის, თბილისის ზღვისა და უძოს განვითარების პროექტები წარადგინა. მერიასთან ერთად თბილისის სტენდზე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და კერძო კომპანიები იყვნენ წარმოდგენილნი. გამოფენის მსვლელობისას გაიმართა პრეზენტაციები და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თბილისის მიერ წარმოდგენილ პროექტებთან ერთად მესტიაში, გუდაურსა და ანაკლიაში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებსაც გაცნობოდნენ. აღნიშნულ გამოფენაზე მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას.
გიგი უგულავა: წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ისეთი პროექტები წარმოგვედგინა, რომელიც უკვე მზად არის საინვესტიციოდ, ანუ მას კონკრეტულად დამუშავებული სახე აქვს. თბილისის შემთხვევაში ეს არის რამოდენიმე პროექტი. რკინიგზის გადატანის პროექტი, გადაუჭარბებლად საუკუნის პროექტია. გამონთავისუფლებული ტერიტორიის გენერალურ გეგმაზე ეხლა ვმუშაობთ, ეს არის პროექტი, რომელიც ძალიან დიდი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა და ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ეს არის პროექტი, რომელიც თბილისს ახალ ჰორიზონტებს უხსნის. ფაქტიურად ეს არის ქალაქში ქალაქი, ანუ ბიზნეს–ცენტრი, რაც მარცხენა სანაპიროს განვითარებას შეუწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია თბილისის ზღვის განვითარება, რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი მდებარეობითა და კლიმატური პირობებით. ძალიან საინტერესოა ასევე უძოს მთის პროექტი, რომელის შეიძლება ბევრმა თბილისელმა არ იცოდეს. ეს არის მთა, რომელსაც ყოველდღიურად წყნეთის თავზე ვუყურებთ, იქ არის შესაძლებლობა სათხილამურო ტრასების, კოტეჯებისა და პატარა დასახლების განვითარებისა, რომელიც ზაფხულშიც შეიძლება იყოს დატვირთული. ყველა ამ პროექტს უკვე დამუშავებული სახე აქვს, რომელზეც გარკვეული თანხა უკვე დახარჯულია და ინვესტორისთვის მიმზიდველია. ჩვენი მთავარი მიზანი ახალი ინესტიციების მოზიდვა და უძრავი ქონების ბაზარის გამოცოცხლებაა.

Monday, March 7, 2011
2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით, რომში ოფიციალურ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
2015 წელის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს რომში თბილისის მერმა გიგი უგულავამ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეთა უფლება–მოვალეობანი განისაზღვრება. კერძოდ ქართული მხარე ვალდებულბას იღებს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკმაოდ მოთხოვნები შეასრულოს და ღონისძიებების სათანადო ორგანიზება უზრუვნელოყონ. აღნიშნული ხლეშეკრულებით რეგულირდება თამაშების ორგანიზების ყველა ასპექტი – მათ შორის ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვა, ტრანსპორტის და უსაფრთხოების ზომების დაცვა, თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიის პროცედურები.
2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში დაგემილია 9 სახეობაში შეჯიბრებების გამართვა.
გიგი უგულავა: დღეს უკვე ოფიციალურად მოეწერა ხელი, რომ 2015 წელს თბილისში გაიმართება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რაც თბილისის სპორტული ბიოგრაფიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. უკვე დღეიდან ჩვენ გაწერილი გვაქვს ოთხ წლიანი გეგმა თუ რა სამუშაოებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია განაცხადი გავაკეთოთ კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირებზე, მაგრამ მანამდე ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს გასაკეთებელი, რაც ბუნებრივია გარკვეულ თანხებს და ამავდროულად ახალ სამუშაო ადგილს წარმოშობს. საბოლოო ჯამში ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რათა თბილისი დამკვიდრდეს ისეთი ქალაქების რიგში, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დახვდეს, უმასპინძლოს და ჩაატაროს ასეთი დიდი სპორტული ღონისძიება.

Saturday, March 5, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა
ლადო გუდიაშვილის ოჯახის ინიციატივით და თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, გამოჩენილი ქართველი მხატვრის საცხოვრებელი ფართის ნაწილი საგამოფენო დარბაზად გადაკეთდა, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ლადო გუდიაშვილის შემოქმედებას გაეცნოს და დაათვალიეროს.
გიგი უგულავა: კიდევ ერთი საყვარელი ადგილი ექნებათ თბილისელებს ლადო გუდიაშვილის სახლ–მუზეუმის სახით. უკვე წლებია აქ მიდიოდა სამუშაოები და შედეგსაც თქვენ ხედავთ, არის შესანიშნავად გაკეთებული და რაც მთავარია ექსპოზიციაც არის ძალიან საინტერესო. ამითი რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ თუ როგორი უნდა იყოს ზომის სტანდარტი. აქ ყველაფერი ისე არის გაკეთებული, რომ ადამიანმა ისიამოვნოს და სიამოვნება მიიღოს იმ ნამუშევრებით, რომლებიც გამოფენილია და ამავდროულად გარემოთი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელი მუზეუმის შექმნისას ეს ერთ–ერთი განმსაზღვრელია, ამიტომ ამ თვალსაზრისით მე მიმაჩნია რომ ეს ერთ–ერთი საუკეთესო სტანდარტია. ყველასათვის კარი უკვე ღიაა. შეუძლია ნებისმიერ დამთვალიერებელს, თბილისელსა თუ ქალაქის სტუმარს მოვიდეს და დატკბეს ამ ხელოვნებით და მთლიანად ამ გარემოთი.

პოლიციის ახალი შენობა თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გახსნეს
თბილისს პოლიციის ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შენობა შეემატა. ახალი განყოფილება სამღერეთის ქუჩაზე აშენდა, სადაც 36 თანამშრომელი იმუშავებს, ლოტკინის დასახლებას მოემსახურება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე იზრუნებს.
პოლიციის ახალი შენობა თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა გახსნეს.
2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის სხვადასხვა რაიონში პოლიციის განყოფილების თხუტმეტი ახალი შენობა ააშენა. პროექტი გრძელდება და უახლოეს მომავალში თბილისში პოლიციის კიდევ ხუთი ახალი განყოფილება დაიწყებს ფუნქციონირებას. პოლიციის ახალი შენობის მიმდებარე ტერიტორია თბილისის მერიამ კეთილმოაწყო.
გიგი უგულავა: უსაფრთხო ქალაქის პროგრამა აქტიურად ხორციელდება წელსაც. იგი თავის თავში მთელ რიგ ღონისძიებებს მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ რაიონსა და მუნიციპალიტეტში ახალი პოლიციის შენობა აშენდეს და ინოვაციური სამუშაო გარემო შეიქმნას. აღსანიშნავია სწორედ ის, რომ სიახლე არა თავად ახალი შენობა, არამედ მთელი ის ინფრასტრუქტურაა, რომელიც მას თან ახლავს. ეს არის მუშაობის ახალი სტილი, რომელმაც თავისი შედეგი უკვე გამოიღო იმ თვალსაზრისით, რომ თბილისი რეგიონში ერთერთ უსაფრთხო ქალაქად იქცა. რასაც მოწმობს ოფიციალური სტატისტიკაც. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნაძალადევის რაიონის ლოტკინის ნაწილისთვის, იმიტომ, რომ ეს კრიმინოგენული თვალსაზრისით ტრადიციულად ერთ–ერთ რთულ უბნად შეიძლება ჩაითვალოს. მოსახლეობა აქ ხშირად წუხდა და გამოძახებები მრავლად იყო. ეს განყოფილება ფარავს თბილისის ზღვის მიმართულებას, სადაც ჩვენ ვგეგმავთ რეკრეაციული ფუნქციის გაძლიერებას. წელს მთლიანად შეკეთდება გზა. ასევე კეთდება საფეხმავლო ბულვარი. ზაფხულში ძალიან ბევრი თბილისელი დამსვენებელი ამოდის აქ. შესაბამისად აუცილებელია უსაფრთხოება და კომფორტი, რადგან უსაფრთხოება არის კომფორტის ერთ–ერთი ყველაზე მთავარი შემადგენელი ნაწილი და იგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

Tuesday, March 1, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა
აღმაშენებლის ხეივანში აზერბაიჯანული ინვესტიციით მრავალპროფილიანი, სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი სამედიცინო ცენტრი 196 საწოლ ადგილზეა გათვლილი. ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სამედიცინო კლინიკაში გულზე, თირკმელებზე, ფილტვებზე და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებზე ისეთი ოპერაციები ჩატარდება, რომელიც აქამდე საქართველოში არ ტარდებოდა, გათვალისწინებულია ასევე ორგანოთა გადანერგვაც.
სამედიცინო ცენტრში ადგილობრივ კვალიფიციურ ექიმებთან ერთად, ისრაელის, გერმანიისა და ამერიკის შეერთებილი შტატების წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული სპეციალისტები იმუშავებენ. სპეციალურად მათთვის სამედიცინო კომპლექსში სასტუმრო ბლოკი მოეწყობა.
ახალ სამედიცინო ცენტრში სამედიცინო პროფილის 300 ადამიანი დასაქმდება.
კლინიკის მშენებლობა 2010 წლის ბოლოს დაიწყო. ამ ეტაპზე ჩასხმულია ფუნდამენტი, მიმდინარეობს სარდაფისა და პირველი სართულის სამშენებლო სამუშაოები. ობიექტზე 60 ადამიანია დასაქმებული. კლინიკის მშენებლობა 2013 წელს დასრულდება.
სამედიცინო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ინვესტორსა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: უახლოესი ორი წლის განმავლობაში არსებული საავადმყოფოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს საავადმყოფო მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ხორციელდება აზერბაიჯანული კერძო ინვესტიციით. საავადმყოფოში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, სამასამდე ქართველი ექიმი იმუშავებს, ანუ დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. პარალელურად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რათა მოხდეს კვალიფიკაციის ამაღლება, რაც საბოლოო ჯამში სამედიცინო მომსახურებას გააუმჯობესებს, მას ხარისხიანისა და ხელმისაწვდომს გახდის. თბილისს აქვს პოტენციალი სხვა ქვეყნებიდან პაციენტები მოიზიდოს, რაც დამატებით შესაძლებლობას შექმნის სამედიცინო სფეროს განვითარებისათვის.

Subscribe to:
Posts (Atom)