ლადო გუდიაშვილის ოჯახის ინიციატივით და თბილისის მერიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, გამოჩენილი ქართველი მხატვრის საცხოვრებელი ფართის ნაწილი საგამოფენო დარბაზად გადაკეთდა, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ლადო გუდიაშვილის შემოქმედებას გაეცნოს და დაათვალიეროს.
გიგი უგულავა: კიდევ ერთი საყვარელი ადგილი ექნებათ თბილისელებს ლადო გუდიაშვილის სახლ–მუზეუმის სახით. უკვე წლებია აქ მიდიოდა სამუშაოები და შედეგსაც თქვენ ხედავთ, არის შესანიშნავად გაკეთებული და რაც მთავარია ექსპოზიციაც არის ძალიან საინტერესო. ამითი რეალურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ თუ როგორი უნდა იყოს ზომის სტანდარტი. აქ ყველაფერი ისე არის გაკეთებული, რომ ადამიანმა ისიამოვნოს და სიამოვნება მიიღოს იმ ნამუშევრებით, რომლებიც გამოფენილია და ამავდროულად გარემოთი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელი მუზეუმის შექმნისას ეს ერთ–ერთი განმსაზღვრელია, ამიტომ ამ თვალსაზრისით მე მიმაჩნია რომ ეს ერთ–ერთი საუკეთესო სტანდარტია. ყველასათვის კარი უკვე ღიაა. შეუძლია ნებისმიერ დამთვალიერებელს, თბილისელსა თუ ქალაქის სტუმარს მოვიდეს და დატკბეს ამ ხელოვნებით და მთლიანად ამ გარემოთი.
No comments:
Post a Comment