გუდაურში თბილისის მერიის ყოველწლიური თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირი ხელს უწყობს ექსტრემალური სპორტის განვითარებასა და ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. შეჯიბრებები სამთო–სათხილამურო სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოეწყო. გამარჯვებულებს გიგი უგულავამ ფულადი პრემიები, სიგელები და თბილისის მერიის თასი გადასცა.
გიგი უგულავა:საქართველოში მთლიანად დაახლოებით ათი ათასი კაცი დგას თხილამურებზე, ამიტომ თუ ჩვენ გვინდა ზამთრის სახეობების განვითარება ბევრი ძალისხმევაა საჭირო მისი პოპულარიზაციისთვის. ამ თვალსაზრისით გუდაური ყველაზე მეტად წინწასულია, მალე მას მესტია იქნება თუ სხვა კურორტები დაეწევიან, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის კიდევ უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ. მომავალი წლიდან ჩვენ გვინდა თბილისის სკოლებსა და აქაურ სპორტ–სკოლებს შორის სპეციალური ხელშეკრულებები გაფორმდეს, რათა გრაფიკი უფრო მოქნილი იყოს და ბავშვებს უფრო მეტად შეეძლოთ აქ ამოსვლა. ასევე გვინდა სოციალურად დაუცველ ბავშვებზე ცალკე პროგრამა შევიმუშაოთ. გარდა ამისა ეხლა მუშავდება გუდაურის განვითრების გენერალრი გეგმა, რამაც უნდა მოაწესრიგოს სამშენებლო და სხვა ინფრასტრუქტურული საკითხები, რათა ჩვენ დავძრათ და გუდაური გავხადოთ იმ სტანდარტის კურორტი რაც მას შეეფერება.
No comments:
Post a Comment