Wednesday, March 16, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა „ბრავო რექორდსის“ გახსნას დაესწრო

თბილისში პირველი ქართული მუსიკალური ბიზნეს კომპანია დაარსდა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად „ბრავო რექორდსის“ გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო. „ბრავო რექორდსი“ ხმის ჩამწერ სტუდიას, მუსიკალურ გამომცემლობასა და ხმის ჩამწერ კომპანიას აერთიანებს, რომელიც მუსიკოსის კარიერის მენეჯმენტს, საავტორო უფლებების მართვას, აუდიო–ვიზუალური პროდუქციის შექმნასა და გაყიდვებს განახორციელებს, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„ბრავო რექორდსის“ სტუდიური ოთახები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურით არის აღჭურვილი, რაც შემსრულებლებს შესაძლებლობას მისცემს მსმენელს მაღალი ხარისხის პროდუქცია შეთავაზოს.

გიგი უგულავა: მე მერიის სახელით მინდა გამოვხატო კმაყოფილება და აღტაცება ამ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყების გამო. დღევანდელი დღე არის ძალინ მნიშვნელოვანი, რადგან საბოლოო ჯამში თუ ჩვენ გვინდა, რომ ეს სფერო განვითარედეს, ინფრასტუქტურა აუცილებელია, მაგრამ მთავარია ის მიდგომა, რაც გაჩერებულ წყალს მისცემს მოძრაობას და გაჩერების მდგომარეობიდან მოძრაობის მდგომარეობაში გადაიყვანს. ბუნებრივია განსაკუთრებით ამ დღეს მივულოცავ ყველა ჩვენს შემსრულებელს და წარმატებებს ვუსურვებ მათ.

No comments:

Post a Comment