Monday, March 21, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა ახალი ვებ-გვერდის chemikucha.ge პრეზენტაციას დაესწრო

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ვებ-გვერდ: chemikucha.ge-ის პრეზენტაცია გამართა. ახალ ვებ-გვერდზე თბილისელებს შესაძლებლობა ექნებათ ქალაქის ქუჩებში არსებული პრობლემების შესახებ, მოკლე შეტყობინება განათავსონ, რაც ამ პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. ვებ-გვერდის ადმინისტრაცია აქტიურად ითანამშრომლებს თბილისის მერიასთან. ქალაქის მუნიციპალიტეტი განიხილავს საიტზე შემოსულ საკითხებს და ეცდება მათ მოგვარებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს თბილისი უფრო ლამაზი, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი ქალაქი გახდეს. ახალი ვებ-გვერის პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა და მერიის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. chemikucha.ge FixMyStreet–ის კონცეფციას ემყარება, რომელიც წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ნორვეგიაში და სხვა ქვეყნებში წარმატებულად ხორციელდება. აღნიშნულ ქვეყნებში ანალოგიური ვებ-გვერდების დახმარებით ათასობით პრობლემა გადაიჭრა. Chemikucha.ge პირველი ასეთი სახის პლატფორმაა, რომელიც პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყანაში შეიქმნა.

გიგი უგულავა: მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანია ნებისმიერ ურბანულ განვითარებაში. ვფიქრობ ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ჩვენ ოპერატიულად მივიღოთ ინფორმაცია.მთავარია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დატოვოს შეტყობინება ამ ვებ-გვერდზე. ინფორმაციის მიღებისთვის ეს ნამდვილად კარგი საშუალებაა. თბილისში ინტერნეტით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველწლიურად საგრძნობლად მატულობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხუთი წლის განმავლობაში პრაქტულულად მოსახლეობის უმრავლესობა ინტერნეტის მომხმარებელი გახდება. ამით არის განპირობებული ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი სერვისი გადავიტანოთ. ეს არის მომავალი ნებისმიერი კომუნიკაციის. მე არ მინდა შევქმნა ილუზია, რომ შეტყობინებიდან ერთ წუთში შეიძლება პრობლემა გადაიჭრას, რადგან ამას დრო, თანხა და ბევრი სხვა რამ სჭირდება. თუმცა ნებისმიერი ფორსმაჟოპრული საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტისთვის და გრძევადიანი გეგმების შედგენისთვის ეს საიტი ნიშვნელოვანი იქნება, რადგან გრძელვადიანი გეგმები სწორედ მოქალაქეების აქტიურობის საფუძველზე დგება.

No comments:

Post a Comment