Monday, March 7, 2011

2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით, რომში ოფიციალურ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

2015 წელის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს რომში თბილისის მერმა გიგი უგულავამ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეთა უფლება–მოვალეობანი განისაზღვრება. კერძოდ ქართული მხარე ვალდებულბას იღებს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკმაოდ მოთხოვნები შეასრულოს და ღონისძიებების სათანადო ორგანიზება უზრუვნელოყონ. აღნიშნული ხლეშეკრულებით რეგულირდება თამაშების ორგანიზების ყველა ასპექტი – მათ შორის ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვა, ტრანსპორტის და უსაფრთხოების ზომების დაცვა, თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიის პროცედურები.
2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში დაგემილია 9 სახეობაში შეჯიბრებების გამართვა.

გიგი უგულავა: დღეს უკვე ოფიციალურად მოეწერა ხელი, რომ 2015 წელს თბილისში გაიმართება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რაც თბილისის სპორტული ბიოგრაფიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. უკვე დღეიდან ჩვენ გაწერილი გვაქვს ოთხ წლიანი გეგმა თუ რა სამუშაოებია ჩასატარებელი იმისთვის, რომ ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვიძლია განაცხადი გავაკეთოთ კიდევ უფრო მაღალი დონის ტურნირებზე, მაგრამ მანამდე ინფრასტრუქტურული პროექტები გვაქვს გასაკეთებელი, რაც ბუნებრივია გარკვეულ თანხებს და ამავდროულად ახალ სამუშაო ადგილს წარმოშობს. საბოლოო ჯამში ეს ძალიან დიდი მიღწევაა, რათა თბილისი დამკვიდრდეს ისეთი ქალაქების რიგში, რომელსაც აქვს შესაძლებლობა დახვდეს, უმასპინძლოს და ჩაატაროს ასეთი დიდი სპორტული ღონისძიება.

No comments:

Post a Comment