სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰრაჩ სილვანიანი საქართველოში 5 წლიანი მოღვაწეობის დასრულებასთან დაკავშირებით, თბილისის მერს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვია. გიგი უგულავამ სილვანიანს, თბილისსა და ერევანს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის საჩუქრად თბილისის სიმბოლური გასაღები და სამადლობელი წერილი გადასცა.
გიგი უგულავა: თითოეული ელჩის მოღვაწეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობის განვითარებაში, ამ თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობები. მაგალითად 2010 წელს სასომხეთიდან ტურისტების ნაკადი იყო ყველაზე მაღალი და რა თქმა უნდა საელჩოს აქტიური მუშაობით არის განპირობებული. მინდა ბატონ სილვანიანს მადლობა გადავუხადო ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარებისთვის და წარმატებები ვუსურვო.
No comments:
Post a Comment