სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საგანმანათლებლო ცენტრ „UK Bridge“-ის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. „UK Bridge“-ის 2008 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში სასწავლო ცენტრმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და მალტაში 500–ზე მეტი სტუდენტზე გაუშვა სასწავლებლად. განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და ევროპული სასწავლებლების წარმომადგენლებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა: მინდა მივესალმო ამ საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივას. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართველი ბავშვებისთვის და სტუდენტებისთვის პირდაპირ დაუკავშირდნენ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა სკოლებს. ეს პროექტი ძალიან საინტერესო სხვადასხვა ტიპის პროგრამებს სთავაზობს მოსწავლეებს. თანამედროვე სამყაროში განათლება არის გლობალური რამ, განათლება არ შეიძლება იყოს რაიმე საზღვრებში მოქცეული, განათლება არის უსაზღვრო და ამ უსაზღვროობას სჭირდება სწორდ ეს ხიდი. ეს არის დამოუკიდებელი ცხოვრების გამოცდილება და ასევე ძალიან კარგი და ადვილი შესაძლებლობა სწრაფად შეისწავლონ ინგლისური და სხვა ენები. ეს არის კერძო ინიციატივა, რაც ძალიან მისასალმებელია და მინდა მათ მხარდაჭერა აღვუთქვა.
No comments:
Post a Comment