Tuesday, March 15, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა ახალი სამარშრუტო ტაქსების პრეზენტაციას დაესწრო

თბილისში მოქალაქეთა სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მქონე კომპანიებმა, რომლებმაც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს, დღეს საზოგადოებას მიკროავტობუსის ის მოდელი წარუდგინეს, რომელიც მათ მიერ აღებული ვალდებულების თანახმად, თბილისელებს უახლოეს მომავალში მოემსახურება.

ახალი მიკროავტობუსები ყვითელი ფერის, 2011 წლის „ფორდ ტრანზიტის“, 17 ადგილიანი (16 მგზავრი + 1 მძღოლი) მოდელია. თითოეული მანქანა აღჭურვილი იქნება ჰაერის კონდიცირების მძლავრი სისტემებით, რაც მგზავრთა კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს. მიკროავტობუსებში ასევე დამონტაჟდება ელექტრონული გადახდის აპარატები, რომელთა საშუალებითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ მგზავრობის ღირებულება ელექტრონული, უკონტაქტო ბარათებით გადაიხადონ. ახალ სამარშრუტო ტაქსებში სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ და მათი მგზავრობის ღირებულების ნაწილს თბილისის მერია დაფარავს. პრეზენტაციას თბილისის მერი, კონკურსში გამარჯვებული კომპანიების, „თიბისი ბანკისა“ და “ფორდის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

გიგი უგულავა: მთავარია ახალი მიკროავტობუსები იყოს კომფორტული. ყველა სამარშრუტო ტაქსს ექნება თავისი დისლოკაციის ადგილი და ისევე, როგორც ავტობუსები,ისინიც ყოველდღიურად გაირეცხება და შემოწმდება. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ცენტრალურ მაგისტალებზე, გაჩერებები რეგლამენტირებული იქნება და საავარიო სიტუაციებიც მინიმუმამდე დავა. ერთიანობაში ჩვენ მივიღებთ უკეთესად ორგანიზებულ, უსაფრთო და კომფორტულ სატრანსპორტო სისტემას.

No comments:

Post a Comment