საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში, რომელიც ინვესტორმა ალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილი მრავალფუნქციური ნაგებიბის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად გამოაცხადა, ქართველ არქიტექტორებთან ერთად, მსოფლიოში ცნობილი: ზაჰა ჰადიდი, უილიამსი, სანჩო, ბაუმანი და სხვა არქიტექტორები მონაწილეობდნენ. კონკურსში სულ ცხრა არქტექტურულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და მათ 13 პროექტი წარმოადგინეს. აღნიშნული პროექტებიდან საუკუთესოებს კომპეტენტური ჟიური მარტის ბოლოს გამოავლენს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი სოლიდური ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. ალექსიძის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ რაიონში მდებარეობს და ტერიტორიის მნიშველობიდან გამომდინარე, მისი განაშენიანება აქტუალურია ქალაქის შემდგომი განვითარებისათვის. მრავალფუნქციური შენობის მშენებლობაზე ასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და მეტი თბილისელი დასაქმდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ვიცე-მერმა დავით ნინიძემ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები დაათვალიერეს.
გიგი უგულავა: პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან კარგი მაგალითი, როდესაც ინვესტორი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს, რომელშიც ადგილობრივი და უცხოელი არქიტექტორები მონაწილეობენ. კონკურსი მაღალ დონეზეა ჩატარებული და შესაბამისად საპრიზო ფონდიც მაღალია. გამარჯვებული ამ ცამეტი პროექტიდან შეირჩევა და შემდეგ დაიწყება მისი განვითარება, რომელიც თბილისში ერთ–ერთი გამორჩეული შენობა იქნება სამშენებლო ბიზნესი ნელ–ნელა ცოცხლდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ მას, მოვხსნათ ყველა ბარიერი, რაც არის ამ პროცესის შემაფერხებელია, ვინაიდან ეს სფერო არის თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაქმებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი.
No comments:
Post a Comment