Thursday, March 17, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ–ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ვეძისის დასახლებაში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას თბილისის მერი გიგი უგულავა შეხვდა, მათ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აზერბაიჯანული ფოლკლორის კონცერტს დაესწრო. ნოვრუზ-ბაირამი მუსულმანებისთვის სიცოცხლის, სიყავრულის, სისუფთავის, შერიგებისა და ბუნების პატივისცემის ზეიმია, ამიტომ მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თბილისის იმ უბნებში, სადაც აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, ამ დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

No comments:

Post a Comment