Thursday, March 10, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ხორცის სპეციალიზირებული მაღაზიათა ქსელის “იბერულას” ახლადგახსნილი ფილიალი დაათვალიერა

2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. შესაბამისად ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს. დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ გია ნაცვლიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი დაფუძნდა და კომიტეტის გენერალური მდივნისა და თავმჯდომარის ვინაობა დასახელდა.


გიგი უგულავა: საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ უკვე საბოლოოდ ხელი მოეწერა და ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს, საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტსა და თბილისის მერიას შორის. ხელშეკრულებით დასტურდება, რომ 2015 წელს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში ჩატარდება და შესაბამისად ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის, რომ ჩვენ ღირსეულად უმასპინძლოთ ამ ღონისძიებას.
წესდების მიხედვით იქმნება ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი. ბატონი რეზო ჩომახიძე იქნება საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და ბატონი არჩილ გეგენავა გენერალური მდივანი. ეს ორი ადამიანი იქნება პასუხისმგებელი თბილისელების წინაშე თუ რა დონეზე ჩავატარებთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას და მინდა წარმატება ვუსურვო მათ.

No comments:

Post a Comment