გარდა ამისა ეს ქსელი აპირებს გაფართოებას. მათთან ვთანამშრომლობთ ისევე, როგორც სხვა კომპანიებთან. ჩვენი დასაქმების ბაზიდან მაქსიმალურად გვინდა, რომ შევუწყოთ ხელი და დავაკავშიროთ ერთმანეთთან დამსაქმებელი და ის ადამიანი, ვისაც მუშაობის დაწყება უნდა. ამ ბაზიდან აქ ხუთი ადამიანია დასაქმებული და ეს თანამშრომლობა ბუნებრივია კიდევ გაგრძელდება.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ნუცუბიძის ქუჩაზე ახლადგახსნილი სუპერმარკეტი – ”ფეი ლესი ” დაათვალიერა და სავაჭრო ცენტრში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა, რომელთა ნაწილი მერიაში არსებული დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა. აღნიშნული ბაზა მერიაში რამოდენიმე თვეა შეიქმნა და ის ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ, მუშაობის დაწყების მსურველთა მონაცემებს აერთიანებს. ერთიან ბაზაში დარეგისტრირება ნებისმიერ პირს შეუძლია. თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებთან, შესაბამისად ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას არსებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით და ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს მუშაობის დაწყებაში ეხმარება.
სუპერმარკეტ ”ფეი ლესს” საკუთარი ქვის პურის მინი ქარხანა, ფუნთუშებისა და ქართული პურის საცხობი და შაქრის დამფასოებელი საამქრო აქვს. შესაბამისად აღნიშნული პროდუქცია მარკეტში სხვა მაღაზიებთან შედარებით დაბალ ფასებად იყიდება.”ფეი ლესში ”ამჟამად 42 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ქალაქის სხვადასხვა უბანში მაღაზიათა ქსელის გაფართოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შემნას უახლოეს მომავალში გეგმავს.
გიგი უგულავა: კონკურენცია, რაც უფრო მაღალია ნიშნავს მეტ შეჯიბრს, მეტ ინოვაციას, რომელიც საბოლოო ჯამში პროდუქციის ფასზე აისახება. ეს მაღაზია პროდუქციის ნაწილს თავად აფასოებს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს დაბალი ფასები შეთავაზოს. სწორედ ასეთი საშუალებებით ჩვენ შევძლებთ გაუმკლავდეთ იმ პრობლემებს რა პრობლემების წინაშეც ობიექტურად ჩვენი ქვეყანა სურსათმომარაგების თვალსაზრისით აღმოჩნდა.
No comments:
Post a Comment