Friday, April 1, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა “აზიის მერების მეორე საერთაშორისო ფორუმს” დაესწრო და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

ქალაქ სტამბულში "აზიის მერების მეორე საერთაშორისო ფორუმი" გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს ფორუმში მონაწილე ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობისა და მჭიდრო კავშირის დამყარება წარმოადგენდა. ყოველივე ეს კი აზიის მეტროპოლიის ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ფორუმის მონაწილეები მსოფლიო კრიზისის შედეგად, აზიის ქალაქების ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მსჯელობდნენ. აზიის ქვეყნების მერების მეორე ფორუმზე თბილისის მერი გიგი უგულავა ადგილობრივი მმართველობის სესიაზე სიტყვით გამოვიდა და თბილისში განხორციელებულ რეფორმებზე(მოსახლეობის მიერ პირველად მერის პირდაპირი გზით არჩევაზე, ბიუროკრატიის შემცირებაზე, ადმინისტრაციული და მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესებაზე) ისაუბრა. თბილისის მერმა ფორუმის მონაწილეებს მერიის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ისეთ პროექტები გააცნო,რომლებიც ქალაქში ახალ სამუშაო ადგილების შექმნას უწყობენ ხელს.

No comments:

Post a Comment