Sunday, April 17, 2011

გიგი უგულავამ მთაწმინდის პარკში ახალი ატრაქციონი "ამერიკული მთები" გახსნა

მთაწმინდის პარკს ახალი ატრაქციონი „Roller Coaster” შეემატა. „Roller Coaster” საქართველოში პირველი ყველაზე მასშტაბური ექსტრემალური ატრაქციონია, რომლის ტრასის სიგრძე 490, ხოლო სიმაღლე – 24 მეტრია, ერთი წრის ხანგრძლივობა 100 წამია. ატრაქციონზე 6 მატარებელი მოძრაობს, მათზე ერთდროულად 24 ადამიანი თავსდება.

„Roller Coaster” შემოწმებულია მსოფლიოში აკრედიტებული კომპეტენტური კომპანიების ექსპერტების მიერ. ატრაქციონების საბოლოო ტექნიკურ უსაფრთხოებასა და მის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას, საერთაშორისო ორგანიზაცია „TUV NORD“ უზრუნველყოფს, რომელიც ატრაქციონის წარმოებისა და საბოლოო პროდუქტის სერტიფიცირებას ახდენს.

კომპანია „International Amusement Park LLC” –ის მიერ ახალი ატრაქციონის გახსნით შესრულდა კიდევ ერთი ვალდებულება, რომელიც კომპანიას დედაქალაქის მერიასთან ხელშეკრულების ფარგლებში ეკისრება.

გიგი უგულავა: ვისაც ესეთი ატრაქციონები მოწონს, ეს ადრენალინის გამოყოფის ნამდვილად კარგი საშუალებაა, ის საკმაოდ მაღლა ადის. განცდა მართლაც ექსტრემალურია. მთაწმინდის პარკს კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა შეემატა, ატრაქციონი ახალი და უსაფრთხოა.

No comments:

Post a Comment