საფრანგეთის საელჩო საქართველოში აგრძელებს მუშაობას ფრანგულენოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციების რეორგანიზების მიზნით. ამ ეტაპზე ა.დიუმას სახელობის ფრანგული კულტურული ცენტრის განახლება განხორციელდა. ცენტრმა შეიცვალა სახელწოდება და დღეიდან მას ფრანგული ინსტიტუტი ეწოდება. ასევე შეიცვალა მისამართი და ის განახლებულ, დავით აღმაშენებლის გამზირზე განთავსდა. ინსტიტუტი მიზნად ისახავს ფრანგული კულტურის პოპულარიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
გიგი უგულავა: ფრანგული კულტურა მსოფლიო კულტურის ერთ–ერთი მთავარი მედროშეა. ფრანგული ენა ევროპის ოფიციალური ენაა. სულ უფრო და უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცდილობს ისწავლოს ის, დაეუფლოს ამ კულტურას და იყოს მისი ნაწილი. ეს ცენტრი გუდიაშვილის ქუჩაზე ფუნქციონირებდა დღეს ის აღმაშენებლის გამზირზე განთავსდა და გამზირს უფრო მრავალფუნქციურს გახდის.
No comments:
Post a Comment