“სითი ფარმა” დიდი ფორმატის ფარმაცევტული მარკეტია, სადაც პროდუქციის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. მარკეტში მომხმარებელი ჯანმრთელობისა და ჰიგიენისთვის ყველა საჭირო პროდუქციას კომფორტულ გარემოში, პროფესიონალი ფარმაცევტებისა და კონსულტანტების დახმარებით, დაბალ ფასად შეიძენს.
“სითი ფარმაში” ამჟამად 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ქსელის გაფართოებას წლის ბოლომდე, როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც გეგმავს.
გიგი უგულავა: ეს არამარტო ახალი, არამედ მომხმარებლისთვის ახალი კონცეფციით შეთავაზებული ობიექტია, რომელიც აპრობირებულია განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აფთიაქის ტრადიციულ წამლებთან ერთად არის ის საყოფაცხოვრებო, ქიმიური, კოსმეტიკური თუ სხვა ტიპის ნივთები, რომლებიც აუცილებელია ადამიანისთვის. ეს იძლევა საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი მოიზიდო და პარალელურად ფასებიც ხელმისაწვდომი გახადო. ამ თვალსაზრისით, სიახლე არის სწორედ ის, რომ საშუალო ბაზრის ფასებთან შედარებით აქ წარმოდგენილი მედიკამენტები დაახლოებით ათი პროცენტით ნაკლები ღირს, რაც ძალიან მნივნელოვანია სოციალურად დაუცველი ფენისთვის და ნებისმიერი ადამიანისვის, ვისთვისაც მედიკამენტების ფასი ყოველთვის ერთერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ეს არის კარგი მაგალითი, ინოვაციური მოდელი, რომელიც ლიბერალიზირებულია კანონმდებლობის შედეგად. იმიტომ, რომ, ადრე კანონი არ უშვებდა ასეთ კონფიგურაციულ ქსელებს. ლიბერალიზაციის, კერძო ინვესტიციებისა და კერძო ძალისხმევის შედეგად, ჩვენ შევძლებთ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები. იმიტომ, რომ, სულ ხუთი ობიექტი იქნება, რომლებშიც დაახლოებით ორასი ადამიანი იმუშავებს. პარალელურად, ჩვენ შევძლებთ ხელმისაწვდომი და მცირე ფასები დავიჭიროთ იმ საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებსა და მედიკამენტებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის.
No comments:
Post a Comment