Wednesday, April 20, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ გიგო გაბაშვილის გამოფენა დაათვალიერა

რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაზეთმა "პრაიმტაიმმა" საზოგადოებას ახალი პროექტი: “გიგო გაბაშვილი როგორც ხელოვანი" წარუდგინა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო გიგო გაბაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები, მისი ცნობილი ტილოები და პირადი ნივთები.გიგო გაბაშვილი რეალისტური მხატვრობის ფუძემდებელია. პირველი პერსონალური გამოფენა მან დავით სარაჯიშვილის სახლში მოაწყო. მხატვარი 1936 წელს გარდაიცვალა. მისი საფლავი ახლახანს ვაკის სასაფლაოზე აღმოაჩინეს. თბილისის მერიის ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელიც მხატვარის ნეშტის გადასვენების საკითხებზე მუშაობს. გიგო გაბაშვილის გადასვენებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს თბილისის მერია დაფარავს.

No comments:

Post a Comment