„ბაზის ბანკის“ ახალი სათაო ოფისი ქეთევან წამებულის გამზირზე ისტორიულ–არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში განთავსდა. მის შეძენასა და რეაბილიტაციაში „ბაზისბანკმა“ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ღონისძიებაზე ბანკის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები შეჯამდება. ასევე დაგეგმილია „ბაზისბანკის ბიზნესმენთა კლუბის“ პრეზენტაციაც, რომელიც ხელს შეუწყობს კლუბის წევრებს შორის საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გამოცდილების გაზიარებას.
“ბაზისბანკი“ 1993 წელს დაარსდა. 2008 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მისი აქციონერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გახდა. „ბაზისბანკი“ სტაბილურობით, მრავალწლიანი გამოცდილებით, გონივრული მენეჯმენტითა და ფინანსური გამჭირვალობით გამოირჩევა. თბილისში ბანკის 14 ფილიალი ფუნქციონირებს, რომელიც ასი ათასზე მეტ კლიენტს ემსახურება. „ბაზისბანკის“ სტრატეგიულ მიმართულებას მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია: „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიასთან ერთად“, რომელშიც „ბაზისბანკი“ 2010 წლის დასაწყისიდან ჩაერთო.
ამ მიმართულებით თბილისის მერია და „ბაზისბანკი“ მომავალშიც განაგრძობენ თანამშრომლობას, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ–ერთი საუკეთესო მაგალითია.
No comments:
Post a Comment