შპს "პატრიოტი 2006" საქართველოში სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ერთ - ერთი მსხვილი იმპორტიორია, რომელიც მომხმარებელს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, თურქეთისა და ჩინეთის პროდუქციას სთავაზობს. კომპანია საშუალო ფენის მომხმარებელზეა ორიენტირებული, რაც პროდუქციის ხელმისაწვდომ ფასებზე აისახება. კომპანიის სათაო ოფისი ბათუმში მდებარეობს. მენეჯმენტის გადაწყვეტილებით მათ ქსელის გაფართოვების მიზნით, თბილისში, სტანისლავსკი ქუჩაზე 3000 კვ. მეტრ ტერიტორიაზე ოთხ სართულიანი სავაჭრო ცენტრი ააშენეს. ახალ ობიექტში 35 ადამიანი დასაქმდა. "პატრიოტი 2006" ქსელის გაფართოვებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უახლოეს მომავალში გეგმავს.
გიგი უგუგლავა: სამშენებლო სფეროს გამოცოცხლება სახეზეა, ასევე გაზრდილია სავაჭრო ქსელებში სამშენებლო მასალებზე მოთხოვნა, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ეს სექტორი, რომელიც ეკონომკური კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, გამოცოცხლების სტადიაშია. ამას ნაწილობრივ ხელი შეუწყო ჩვენმა პროგრამამ: "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე", რომლის მომდევნო ეტაპს ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ და ის იქნება უფრო მნიშვნელოვანი და ფართო სეგმენტს მოიცავს. ეხლა მთავარია, რომ ეს პერიოდი რომელიც ყველაზე აქტიურია სამშენებლო თვალსაზრისით მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ხელი შევუწყოთ მას, რადგან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმებაზე, ყველაზე მეტი დასაქმების შესაძლებლობა არის სწორედ სამშენებლო სფეროში.
No comments:
Post a Comment