“ვიამონტენაპოლეონეში” წამყვანი იტალიური ბრენდების: CANALI, BRIONI, KITON, ZILLI, RALPH LAUREN, ZIMMERLI, ROCCO P., MORESCHI და CORNELIANI უახლესი კოლექციები იქნება წარმოდგენილი. მაღაზიაში ოცი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2009 წლის ბოლოს დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისტორიული ქუჩა აქტიური სავაჭრო და კულტურული გამზირის ფუნქციას შეიძენს.
გიგი უგულავა: მოკლე ისტორიას მოგიყვებით ამ შენობასთან დაკავშირებით, სანამ აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციას დავიწყებდით, ამ ადგილას უსახური ჯიხური იდგა და ჩვენ დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით ამ ჯიხურის აღება. შემდეგ იყო ერთ–ერთი არჩევნები და ვინც კი დიდუბეში კენჭს იყრიდა, მოდიოდა და ამ მშენებლობას აპროტესტებდა. წლების შემდეგ დასრულდა ეს მშენებლობა, ისევე როგორც აღმაშენებლის გამზირის ამ ნაწილის რეკონსტრუქცია. დღეს უკვე აქ პირველი მაღაზია იხსნება, სადაც ოცამდე ადამიანი იმუშავებს. ასე, რომ ერთი პატარა მაღაზიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ გადაწყვეტილება არის მტკიცე და სწორი ის ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და შედეგიც არ დააყოვნებს, ეს შენობა ამის ერთ–ერთი ნათელი მაგალითია.
No comments:
Post a Comment