Tuesday, April 12, 2011

თბილისის მერია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გამწვანების აქციას განაგრძობს

ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერიამ სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით, გამწვანების სამდღიანი აქცია დაიწყო.აქციის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე,კედარისა და ფიჭვის 500 ძირი ნერგი დაირგო. ქალაქში გამწვანების ღონისძიებები ეტაპობრივად მიმდინარეობს.სეზონზე კიდევ 5 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება, რაც თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და რეკრეაციული ზონების რაოდენობას გაზრდის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქში ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის 60 000-მდე ხე დაირგოგიგი უგულავა: ჩვენ უკვე მეორე წელია საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით გამწვანების აქციების ტრადიცია დავამკვიდრეთ, რასაც თბილისის ეკოლოგიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დღეს ეს აქცია თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება, პარალელურად არსებული ტყეების მდგომარეობის შესწავლა და მისი გაჯანსაღება მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ტყის ახალი მასივების შენდება, მაგალითად გლდანში, სადაც ყოფილი ნაგავსარელი უკვე დაიხურა და იქ გვინდა ამ ადგილს რეკრეაციული ფუნქცია შევძინოთ. საბოლოო ჯამში ყველა ეს ღონისძიება, გრძელვადიან პერსპექტივაში,თბილისს ეკოლოგიურად სუფთა და მწანე ქალაქად აქცევს.

No comments:

Post a Comment