Monday, April 18, 2011

თბილისის მერმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა სპორტული თამაშობების საგულშემატკივრო ჰიმნის კონკურსი გამოაცხადეს

ბოლო წლების განმავლობაში ქართული სპორტული ცხოვრება საინტერესო და დატვირთული გახდა. ყოველივე ამან შესაძლებელი გახადა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დადებითად წარმოჩენა. სპორტულ ღონისძიებებსა და შეჯიბრებებს თან ახლავს გულშემატკივართა განსაკუთრებული აქტიურობა და მხარდაჭერა, რომელთა მხრიდან წამოსული დადებითი ემოცია და მუხტი თითოეულ სპორტულ მოვლენას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.საქართველო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობს. 2011 წელს მაისში თბილისში სწრაფ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩემპიონატი გაიმართება, ხოლო 2015 წელს კი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ევროპის ახლაგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება, რომელის მასპინძლობა ნებისმიერი ქალაქისათვის უდიდეს პატივი და პასუხისმგებლობაა.სპორტის სხვადასხვა სახეობის მხარდაჭერის მიზნით, ქართველი სპორტსმენებისა და გულშემატკივრებისთვის გამაერთიანებელი ჰიმნი შექმნება, რომელიც, თავისი არსით, ქართველ სპორტსმენებსა და ქართული სპორტის გულშემატკივარებს გააერთიანებს. მსურველებს განაცხადების შემოტანა 20 მაისამდე თბილისის მერიაში შეეძლებათ. მათ სიმღერა ჩანაწერის სახით კომპაქტ დისკზე უნდა წარმოადგინონ. გამარჯვებულს კომპატენტური ჟიური გამოავლენს, რომელსაც 2000 ლარი გადაეცემა, ხოლო სიმღერის ტექსტის ავტორი 700 ლარს მიიღებს. ჰიმნის სტუდიური ჩანაწერისა და კლიპის გადაღების ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს. გიგი უგულავა: სანამ დეტალებს გაგაცნობთ, ერთ რამეს გეტყვით: ჩვენთან დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომ ობიექტური გულშემატკივარი არსებობდეს. ჩემი აზრით ეს არის ყველაზე მავნე სტერეოტიპია, რომელიც ჩვენ უნდა დავძლიოთ. არ შეიძლება, რომ გულშემატკივარი იყოს ობიექტური, ის მხარს უნდა უჭერდეს სასურველ გუნდს. ამიტომ საგულშემატკივრო ჰიმნი ემსახურება იმას, რომ ჩვენი გულშემატკივარი იყოს ბევრად უფრო მოტივირებული, კონსოლიდირებული და ჰქონდეს ერთსულოვნების განცდა გუნდურ სახეობებში, მოედანზე იქნება ეს თუ დარბაზში. რომ ვიყოთ სუბიექტურები, როგორც გულშემატკივრები და ერთ გუნდათ შეკრულები ამას ყველაზე მეტად ერთიანი შეძახილი სჭირდება. კალენდრის მიხედვით ჩვენი ყველაზე დიდი ასპარეზობა წელს კალათბურთშია. მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. დღეიდან ეს კონკურსი ოფიალურად გამოცხადდება, ერთი თვის განმავლობაში ჩვენ მივიღებთ შეთავაზებებს და შემდეგ გამარჯვებულს კომპატენტური ჟიური გამოავლენს.

No comments:

Post a Comment