Thursday, April 14, 2011

თბილისის მერმა გიგი უგულავამ დიდუბეში მაღალტექნოლოგიური სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერა

ახალი, თანამედროვე სტანდარტების სამაცივრე მეურნეობის ასაშენებლად შპს “დიდუბის მარკეტმა” 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეურნეობა იტალიური კომპანია “ტექნო ბლოკის” დანადგარებითაა აღჭურვილი და ანტიბაქტერიული ინდუსტრიული იატაკით არის მოპირკეთებული, რაც სურსათის უვნებლობის გარანტიას იძლევა. ობიექტის მშენებლობა ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამაცივრე მეურნეობაში 20 ადამიანია დასაქმებული, მათგან 6 თანამშრომელი მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა.გიგი უგულავა: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სამომხმარებლო საქონელის ფასების დაბალანსებაზე, აქ იგულისმება ხილი, ბოსტნეული და ის პროდუქტები, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქციაა. ამისათვის აუცილებელია საცავი, სამაცივრო და შესაბამისი შენახვის ინფრასტრუქტურის არსებობა. ამ თვალსაზრისით, ეს არის პირველი ობიექტი, რომელიც თბილისში გაიხსნა და თითოეული ასეთი ობიექტის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი მალფუჭებადი ან ნებისმიერი საკვები პროდუქტი იყოს შენახული სათანადო პირობებში და მისი ვარგისიანობა გარანტირებული იყოს. თბილისში წლის განმავლობაში კიდევ ორი ძალიან მსხვილი სამაცივრო და შესანახი მეურნეობა აშენდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად დავიცვათ თავი ფასების დიდი რყევებისაგან, რაც თითოეული თბილისელის ინტერესებში შედის.

No comments:

Post a Comment