Thursday, April 21, 2011

თბილისის მერი აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური წრეების წარმომადგენლებს: მეცნიერებს, არქიტექტორებს, ურბანისტებსა და ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე გიგი უგულავამ მოწვეულ სტუმრებს თბილისის მერიის პროგრამის: “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” ახალი ეტაპი გააცნო და პროგრამის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმენა.

პროექტი “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” ახალ ეტაპზე გადავიდა. ის უფრო ფართომასშტაბიანია და ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩრებულის დასრულება სურს, თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას წინასწარ გაუფორმებს. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მერია ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის, რაც ნიშნავს, რომ დასრულებულ მშენებლობას გარანტირებული მყიდველი ეყოლება. სამშენებლო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესი ფასის შეთავაზების შემთხვევაში, ფართი ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს მიყიდონ. კომერციული ბანკები სამშენებლო კომპანიებს, მარტივად გამოუყოფენ საჭირო ოდენობის კრედიტს, რადგან მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ბანკისთვს კრედიტის დროულად დაფარვის გარანტიაა. პროექტი ხელს შეუწყობს სამშენებლო სფეროს სტიმულირებას, მშენებლობის განვითარება კი ყველა იმ მომიჯნავე ბიზნეს-სფეროს განავითარებს, რომელიც მასთან არის დაკავშირებული. პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია. დაინტერესებულ სამშენებლო კომპანიებთან თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას აღნიშნული დროის განმავლობაში გააფორმებს.

გიგი უგულავა: სამშენებლო სექტორში პრობლემები კვლავ ძალიან ბევრია, მაგრამ მთავარ პრობლემად ფინანსური რესურსების ნაკლებობა რჩება. პირველი და მეორე ეტაპი, პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ითქვას, რომ იყო ,,მკვდრის გადარჩენის მცდელობა’’ და მიუხედავად იმისა, რომ მე პროგრამის ბევრ მინუსზე და პლიუსზე შეიძლება ვილაპარაკო, მან თავისი მიზანი შეასრულა. ამ პროგრამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან რეალურად ფულადი რესურსი იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს ჩაკეტილი წრე დაძრულიყო. წინა ორ ეტაპზე ოცდაორი კომპანია მონაწილეობდა და ისინი დაახლოებით 55 მილიონი დოლარით დაფინანსდნენ. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოსახლე გადავიდოდა ახალ სახლში და მიღება ჩაბარების აქტი დგებოდა მოსახლესა და მშენებელს შორის, შემდეგ უკვე ის გამოთავისუფლებული ფართი გადადიოდა მუნიციპალურ საკუთრებაში და სწორედ ის არის 62 000 კვადრატი, რომელიც ასეთი სახით გამოთავისუფლდა ძირითადად ძველი თბილისის რაიონის მიდამოებში. პროგრამის ახალი ეტაპი არის ძალიან მარტივი, სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას 400 დოლარად ვიყიდით ერთი კვადრატული მეტრი, ექსპლუატაციაში მიღებული, დასრულებულ თეთრი კარკასი. პრაქტიკულად ეს არის უფასო დაზღვევა ნებისმიერი მშენებლისთვის, რომელსაც გაფორმებული აქვს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, მშენებლობის სტადიაზე მოიზიდოს უსაფრთხოდ თანხა. პროექტის შენანხმების შემდგომ, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავუდოთ მათ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციასთან არის გარანტი და სასაუბრო თემა. ამის შემგომ ბანკისათვის აბსოლიტურად ნულოვანია მშენებლობის სტადიაზე გაწეული რისკი, იმიტომ რომ თბილისის რა ტერიტორიაზეც არ უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობა ბანკი მიყვება მშენებელს და აძლევს მას სამშენებლო თანხას. ამ პროგრამას სოციალური დატვირთვაც აქვს. პროგრამის ვადა ერთი წელიწადია. ჩვენ ეს ვადა დავაწესეთ პირველ რიგში ჩვენი თავისთვის და მშენებლებისთვის, რათა მათ აქტიურად დაიწყონ მშენებლობა და არ გადადონ საქმე. ასევე დავუწსეთ ჩვენ თავს, რათა კარგად დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ, ხარვეზებისგან თავი დავიზღვიოთ. ეს არის იმ პროგრამის ძირითადი არსი, რისი წარმოდგენაც მინდოდა მე თქვენთვიოს. სრულყოფილი თავიდან არაფერი არა არის, ყველაფერს ეტაპობრივად სრულყოფა და დახვეწა ესაჭიროება. ეს კი დიდი პროცესია.

No comments:

Post a Comment