Tuesday, April 19, 2011

თბილისის მერმა დიდ დიღომში დასრულებული მშენებლობა დაათვალიერა

გიგი უგულავამ კომპანია „დექსუსის“ მიერ, „დიდი დიღმის ოაზისის“ მეხუთე კორპუსის დასრულებულ მშენებლობა დაათვალიერა, რომელშიც კუთვნილი საცხოვრებელი და კომერციული ფართები ოცმა მომხმარებელმა მიიღო. „დიდი დიღმის ოაზისის“ მეხუთე კორპუსი რიგით მეოთხე ობიექტია, რომელიც „დექსუსმა“ „ცენტრ პოინტის“ მართვაში აღების შემდეგ დაასრულა. პროექტზე მუშაობა კომპანიამ მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დაახლოებით 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. მეხუთე კორპუსთან ერთად, „დიდი დიღმის ოაზისში“ უკვე დასრულდა პირველი კორპუსის მშენებლობაც და კომპანია სამშენებლო სამუშაოებს კომპლექსის დარჩენილ კორპუსებში აწარმოებს. "დექსუსმა" სამშენებლო ბაზრის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი, „ცენტრ პოინტის“ ჯგუფის 100%-ანი წილი მართვაში 2010 წლის სექტემბერში აიღო. „დექსუსის“ მართვაში შესვლამდე პროექტებში სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო. შემუშავდა „ცენტრ პოინტის“ რეაბილიტაციის გეგმა, რომლის მიხედვით, 2012 წლის აპრილამდე მომხმარებლების 51,5% დაკმაყოფილდება. ცენტრ პოინტის რეაბილიტაციის გეგმა სტაბილურად გრძელდება და მომხმარებლების დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. გიგი უგულავ: წლის ბოლოსთვის ეს მშენებლობა მთლიანად დასრულდება. ანუ რაც თქვენ მართვაში გადაიბარეთ კომპანია წინა წელს, ეს არის დასრულებული მეოთხე ობიექტი. წლის ბოლომდე ვალდებულებების ნახევარზე მეტი იქნება გასწორებული. მერიასთანაც განახლდა უკვე მშენებლობა, პრაქტიკულად ყველა მკვდარი ობიექტის მშენებლობა განახლებულია. ჩვენი პროგრამა, რაც ეხლა გამოვაცხადეთ თქვენც მოგეხმარებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ პროგრამით, მთავარია, რომ ეს გაყინული მშენებლობები, რაც გვაქვს დავძრათ. ჩვენი ამოცანაა, რომ ქალაქში აუშენებელი კარკასები არ დაგვრჩეს, მშენებლობები განახლდეს და ხალხი დასაქმდეს. მართალია ამ შემთხვევაში ეს კერძო დასაქმებაა, ჩვენ უბრალოდ გეხმარებით, მაგრამ ჩვენი პროგრამა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ახალი ეტაპი, რომელიც დასრულებულ, ექსპლუატაციაში მიღებულ შენობაში კვადრატულ მეტრში 400 დოლარის შეთავაზებას ითვალისწინებს, არის სტიმული, რომ მშენებელმა ფული მოიზიდოს ბანკისგან, თუ ნებისმიერი სხვა საფინანსო ინსტიტუტისგან. ეხლა მთავარია, რომ ვიმუშაოთ, აქტიური სეზონი მოდის სამშენებლო სამუშაოებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იპოვოს სამუშაო ადგილი და თუნდაც სეზონურად დასაქმდეს.

No comments:

Post a Comment