თბილისის მერიამ, სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებისა და მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, მოქალაქეთა სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად, კონკურსი 2010 წლის ბოლოს გამოაცხადა. საკონკურსო კომისიისთვის წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით ოთხმა კომპანიამ: "თბილქარმა", "თბილ ლაინმა", "ფაბლიქ ქარმა" და "კაპიტალ გრუფმა" გაიმარჯვა.
დღეს თბილისის მერიისა და კონკურსში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელს, რომლის საფუძველზეც კომპანიებს სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გადაეცათ.
ხელშეკრულების თანახმად გამარჯვებული კომპანიები ვალდებულებას იღებენ ყველა ის მძღოლი დაასაქმონ, რომლებიც წლების განმავლობაში ამ სფეროში მუშაობდნენ, ასევე 2011 წლის ბოლომდე ქალაქში ახალი, კომფორტული, „ფორდ ტრანზიტის“ ყვითელი ფერის სამარშრუტო მიკრო-ავტობუსები შემოიყვანონ, რომლებიც აღჭურვილი იქნება გადახდის ერთიანი საბარათე სისტემით და სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება და ახალი მიკრო–ავტობუსები, მათი მძღოლები და მგზავრები ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლებენ. ერთიანი სატრანსპორტო სისტემა ქალაქში გადაადგილებას მოაწესრიგებს.
კომპანიების მიერ, ასევე აშენდება და მოეწყობა ხუთი ავტოპარკი, რაც მიკრო–ავტობუსების დაცულობასა და მათ გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
გიგი უგულავა: უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ მიკრო–ავტობუსების ახალ შემადგენლობას. დღეს ბაზარზე არსებული სამარშრუტო ტაქსების 90%–ი ადამაინის გადაყვანისთვის გამოყენებადი არ არის. ის ძველი და საკმაოდ სახიფათოა. მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება, სოციალურად დაუცველებს შესაძლებლობა ექნებათ იმ შეღავათებით ისარგებლონ, რა შეღავათითაც ავტობუსსა და მეტროპოლიტენში სარგებლობენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევისას მგზავრი, რომელიც ახალ სამარშრუტო ტაქსში იჯდება და მძღოლიც დაზღვეულნი იქნებიან. მათი სამედიციონო მომსახურების ხარჯებს სადაზღვევო კომპანია დაფარავს. ავტოპარკის სრულად განახლების შემდეგ, დაახლოებით 1200 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია.
Monday, February 28, 2011
Monday, February 21, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სათბური დაათვალიერა
თბილისის მერმა გიგი უგულავამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სათბური დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.სათბურში, რომელიც 850 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული პომიდორის, მწვანე სალათის ფოთლებისა და წიწაკის ახალი მოსავალი ყოველ მეოთხე დღეს მოჰყავთ.
აღნიშნული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით თბილისში მდებარე აგრარული ბაზრები და „პოპულის“ ქსელის მაღაზიები მარაგდება. სათბურში სამი ადამიანია დასაქმებული.
გიგი უგულავა: მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება, რაც შესაძლებლობას იძლევა მომხმარებელმა საჭირო პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. ჩვენ გვაქვს პროგრამა: „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით", რომელიც სამი წელია მოქმედებს. ამ პროექტის ფარგლებში ბიზნესის სხვადასხვა სფერო ფინანსებდა. წელს ჩვენ გვინდა პროგრამა უფრო მიზანმიმართული გავხადოთ და ბანკებთან ერთად ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება, დაფასოება–კონსერვირებისა და ასევე სასათბურე მეურნეობის განვითარება დავაფინანსოთ. ეს რეალურად მოგვცემს ეფექტს. სასათბურე მეურნეობის განვითარებისათვის თბილისში ხელსაყრელი გარემოა, რადგან სხვადსხვა ადგილებში არსებობს თერმული წყლები.
ჩვენ ასევე გვინდა გამოვყოთ მიწა გრძელვადიანი იჯარით, ყოველივე ეს კი ბანკებს გაუადვილებს მეწარმის დაფინანსებას, რაც ნებისმიერი თბილისელისთვის კარგი შესაძლებლობა იქნება თავისი მცირე ბიზნესი დაიწყოს და განავითაროს. ეს არის ჩვენი პროექტის მთავარი ამოცანა.
გარდა ამისა სათბურში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია არ არის დამოკიდებული სეზონზე, რაც ხშირ შემთხვევაში ფასთა სხვადასხვაობას იწვევს. ამ თვალსაზრისითაც ეს დაგვეხმარება, რომ სასურსათო უზრუნველყოფა ქალაქში უფრო სტაბილური გახდეს.

Friday, February 18, 2011
ქარვასლაში გამართული გამოფენა თბილისის მერმა დაათვალიერა
თბილისის ისტორიის მუზეუმში დღეს, გია თორთლაძის მიერ გადაღებული ფოტოსურათების გამოფენა "დიდი მიქსი" მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მთასვლელის, მიერ: აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ტიბეტში, ტაილანდში, ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში, სხვადასხვა ექსპედიციების დროს გადაღებული ფოტოები. წარმოდგენილი ფოტოების საშუალებით დამთვალიერებელი მსოფლიოს მიუწვდომელ წერტილებში გია თორთლაძის თვალით დანახულ გარემოსა და ადამიანთა საცხოვრისს გაეცნო, რაც ემოციაში, მოძრაობაში, უჩვეულო სივრცესა და სხვადასხვა დროშია ასახული. ქარვასლაში გამართული გამოფენა თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
გიგი უგულავა: ძალიან მრავალფეროვანი გამოფენაა, თავად გიასაც მრავალფეროვანი სამყარო აქვს და როცა მას თავისუფალი დრო აქვს მუდამ მთისკენ მიუწევს გული. ეს სფერო ჩემთვის უცხო არ არის, ჩემი ძმაც ალპინისტია, ხშირად გიასთან ერთად მონაწილეობდა ექსპედიციებში, ამიტომ მე მის შემოქმედებას ბავშობიდან ვადევნებ თვალყურს და რაც მთავარია ეს გამოფენა დამთვარიელებლებისთვის იქნება საინტერესო, რადგან წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საუკუთესო პეიზაჟები.

პროექტ “საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის“ ფარგლებში მერიაში შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერიის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტი “საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა“ ისეთ სამართალდამრღვევებზეა ორიენტირებული, რომელიც არ განეკუთვნება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. სასამართლოს შესაძლებლობა აქვს აღნიშნულ სამართალდარღვევათა ჩამდენ პირს, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდოს, რაც ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ და იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ “საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის“ ფარგლებში, დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში მსუბუქი დანაშაულის ჩადენაზე გასამართლებული პირები, რომელთაც სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა, ქალაქის ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, გამწვანებისა და დასუფთავების სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდებიან. ყოველივე ეს მათ შესაძლებლობას მისცემს საზოგადოებას უსასყიდლო შრომით ემსახურონ და მათ მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან გამოცხადებული ნდობის უტყუარობა დაამტკიცონ. პროექტის ეფექტური განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი ერთიანი მონაცემთა ბაზა შეიქმნება, სადაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისა და სამუშაოების აღწერილობების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოიყრის თავს. ბაზა ყოველდღიურად განახლდება, რაც შესაძლებლობას შექმნის დროულად აღსრულდეს სასამართლოს სანქცია.
გიგი უგულავა: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა არის ის შესაძლებლობა, რომელიც საზოგადოების წევრს დაანახებს, რომ არც ერთი სამუშაო არ არის სათაკილო. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ფარგლებში, საერთაშორისო პრაქტიკაც ასეთია, რომ საუბარი არ არის საოფისე ან მაღალ ანაზღაურებად სამუშაოებზე, არამედ აქ საუბარია პირველ რიგში ისეთ სამუშაოებზე, რომელსაც სჭირდება სოლიდარობა. ძირითადად ეს არის დასუფთავება, კომუნიკაციების მოვლა, გამწვანება თუ ნებისმიერი საველე ურბანული სამუშაოები, რაც მძიმე შრომას უკავშირდება. ამით ჩვენ დავანახებთ ჩვენს საზოგადოებას, რომ ყველა საქმიაობა დასაფასებელია და პატიოსანი შრომა არ არის სათაკილო.

Wednesday, February 16, 2011
თბილისის მერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პრეზენტაციას დაესწრო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთ ახალ კორპუსში ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს საზოგადოებისათვის გაიმართა. საზოგადოების წინაშე უნივერსიტეტის 2010 წლის ანგარიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პრეზენტაცია და უნივერსიტეტის მომავალი განვითარების გეგმა იქნა წარმოდგენილი. ასევე საღამოს დასასრულს გაიმართა უნივერსიტეტის ახალი სარეკლამო რგოლის შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ პრემიერა. 2006 წლის 15 თებერვალს საქართველოში შეიქმნა ახალი უნივერსიტეტი, რომელიც დღეს ილიას სახელს ატარებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიბერალურ განათლებასა და კვლევაზე ორიენტირებული პირველი უნივერსიტეტია საქართველოში,რომელიც კვლევით ინსტიტუტს,სამ-კვლევით ცენტრს და სამეცნიერო ლაბორატორიას აერთიანებს. ღონისძიებას ქალაქის მერი გიგი უგულავა, სამინისტროების, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
გიგი უგულავა:ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი ყალიბდება განათლების ერთ–ერთ ფლაგმანათ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში. დღევანდელი დღე ერთ–ერთი მაგალითია, აქ იქნება ახალი საინჟინრო ფაკულტეტი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ვლაპარაკობთ ქალაქის ურბანულ განვითრებაზე საინჟინრო ფაკულტეტი ერთ ერთი ის მიმართულებაა, რომელიც სამწუხაროდ სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ეს უნივერსიტეტი დღითიდღე უფრო ძლიერდება და პრესტიჟული ხდება, რაც სტუდენტების რაოდენობაზეც აისახება.

თბილისის მერი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტს სილვიო დანაილოვს შეხვდა
2011 წლის მაისში თბილისში ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 44 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი სილვიო დანაილოვი იმყოფება. ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატისათვის მზადების პროცესს გაეცნობა და თამაშისათვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს. ვიზიტის ფარგლებში სილვიო დანაილოვი თბილისის მერს გიგი უგულავას შეხვდა.
გიგი უგულავა: ასეთი მაღალი რანგის ტურნირებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თქვენ იცით, რომ 2015 წელს თბილისში ჩატარდება ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატი. წელს თბილისში ჩატარდება დიდი საერთაშორისო ტურნირი რაგბში, ძიუდოში და ყველა ეს ღონისძიება ჩვენ გვაძლევს იმის იმედს და საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გავამდიდროთ ჩვენი ქალაქის ბიოგრაფია ამ კუთხით, რათა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირების მოზიდვა შევძლოთ. ეს მნიშვნელოვანია ქალაქის იმიჯისთვის, ტურიზმის განვითარებისთვის და ჩვენი თანამოქალაქეების სხვადასხვა მიმართულებით შრომით ფერხულში ჩაბმისთვის და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ემსახურება ქალაქისა და ქვეყნის იმიჯის გაუმჯობესებას.

ახალი სავაჭრო ცენტრი თბილისის მერმა დაათვალიერა და აგრარულ ბაზარში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა
თბილისში ახალი, კეთილმოწყობილი ხუთ სართულიანი სავაჭრო ცენტრი „ორთაჭალა“ გაიხსნა, რომელიც 4 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე აშენდა. სავაჭრო ცენტრის ორ სართულზე აგრარული ბაზარი და სუპერმარკეტი ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებელი თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიაში შემოწმებულ, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქტებს შეიძენს. „ორთაჭალის“ადმინისტრაცია აგრაგრული ბაზრის მოვაჭრეებს შესაძლებლობას აძლევს პირველი ოთხი თვის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე იმუშაონ, რაც დიდი სტიმულია თითოეული მათგანისთვის და თბილისელებს შესაძლებლობას აძლევს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ. ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრში 120 ადამიანი დასაქმდა. სავაჭრო ცენტრის დანარჩენ სამ სართულზე სხვადახვა ობიექტები და ოფისები განთავსდება. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, იქ კიდევ 150 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ახალი სავაჭრო ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და აგრარულ ბაზარში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. „ორთაჭალის“ ადმინისტრაცია თანამშრომლობს თბილისის მერიასთან და ცენტრის ახალი კადრებით დაკომპლექტებას მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან გეგმავს.
გიგი უგულავა: ეს ძალიან მოწესრიგებული ბაზარია, რომელსაც გააჩნია საკუთარი ლაბორატორია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს და გაიზარდოს კონკურენცია. კონკურენცია კი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს უწყობს ფასების დაწევას.

Tuesday, February 15, 2011
თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლადნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა
გლდანის ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი 4 წელია მიმდინარეობს. ტბის მიმდებარე ტერიტორია და მასთან მისასვლელი გზები გაიწმინდა. გლდანის ნაგავსაყრელის გაუქმებამ და მისმა უტილიზაციამ შესაძლებელი გახადა ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება. ამ ეტაპზე დასასვენებელ კომპლექსში ვილების მშენებლობა და ტბის ირგვლივ ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, სადაც პალმებისა და ბამბუკის ხეივანი გაშენდება. გაზაფხულიდან კი ექსპლუატაციაში შევა ღია კაფეები, ბუნგალოები და სხვა გასართობი ცენტრები. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ტბაზე ნავებით გაისერნონ და ბულვარის ხედებით დატკბნენ. ტერიტორიის განვითრების გეგმაზე პროფესიონალი არქიტექტორები და დიზაინერები მუშაობდნენ. სამუშაოებზე ამ ეტაპზე 135 ადამიანია დასაქმებული. პროექტის მიხედვით ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე ზონად იყოფა: ღია რეკრეაციული დასასვენებელი ზონა კომფორტულ პლაჟს, ღია კაფეებსა და ბუნგალოებს მოიცავს. ამავე ზონაშია დაგეგმილი ბავშვთა გასართობი ცენტრისა და კინოთეატრის მშენებლობა. საზოგადოებრივ ზონაში თანამედროვე დასასვენებელ-გასართობი კომპლექსი აშენდება: „თეთრი ივენთ ჰოლი“, სადაც მასშტაბური წვეულებების (პრეზენტაციები, ჩვენებები და სხვა) გამართვა იქნება შესაძლებელი. პროექტის მხედვით, გლდანის იგივე „თეთრი ტბის“ მეორე მხარეს საზოგადოებრივი ზონის მოპირდაპირედ, საცხოვრებელი ზონა გაშენდება. სამუშაოები მთლიანად 2013 წელს დასრულდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლადნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: გლდანი არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში ყველაზე დიდი რაიონია და მას აუცილებლად სჭირდება ის ინფრასტრუქტურა, რაც მას თვითმყოფადს გახდის. რამოდენიმე წლის წინ ტბის ტერიტორია იყო საძოვარი და ნაგავსაყრელი. სმშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო და ზაფხულიდან აქ იქნება ერთ-ერთი კარგი დასასვენებელი ადგილი. ამ ობიექტზე ასამდე ადამიანია დასაქმებილი, ხოლო სრულად ამუშავების შემდეგ დაახლოებით 70-100 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს იქნება ერთ-ერთი კარგი დასასვენებელი ადგილი, იმიტომ რომ გლდანის მიკრორაიონებიდან აქამდე ფეხით მოსვლას დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდება. ასევე ეს ტბა ახლოს არის თბილისის ზღვასთან, რომლის განვითარებასაც ვიწყებთ მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს ერთიანობაში არის ჩვენი ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მარცხება სანაპიროზე მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რეკრეაციული ფუნქციის მქონე ტერიტორია.ამ ტერიტორიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო გლდანის ნაგავსაყრელის გაუქმება. ნაგავსაყრელი გაუქმებულია და წელს ვგეგმავთ მის კონსერვაციას, ვინაიდან ის მუდმივად, განსაკუთრებით ზაფხულში მთელი გლდანდის, მუხიანის და თემქის მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.

Hall Booth Smith & Slover,P.C და ერისთავი იურიდიული ჯგუფის მიერ გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი დაესწრო და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა
ქართულ ბაზარზე წამყვანი იურიდიული კომპანია HBSS იწყებს ოპერირებას. Hall Booth Smith & Slover,P.C ერისთავის იურიდიულ ჯგუფთან ერთად, კლიენტებს იურიდიულ მომსახურებას, უცხოური ინვესტიციების მისაღებად, ბიზნესის დაგეგმარებას, მართვასა და საზღვარგარეთ პარტნიორების მოძიებას სთავაზობს. პარალელურად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და საინვესტიციო ჯგუფებს ქართველი პარტნიორების შერჩევასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობების გაფორმებაში დაეხმარება. ერისთავის იურიდიულ ჯგუფსა და HBSS–ს შორის მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ 2010 წელს აშშ–ში, ქალაქ ატლანტაში გაფორმდა. ერისთავის იურიდიულ ჯგუფსა და HBSS გაფორმებული დოკუმენტი ქართულ–ამერიკული სამართლებრივი ბიზნესთანამშრომლობის პირველი და უნიკალური პრეცენდენტია. Hall Booth Smith & Slover,P.C. და ერისთავი იურიდიული ჯგუფის მიერ გამრთულ ღონისძიებას თბილისის მერი დაესწრო და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
გიგი უგულავა: შეიძლება უნცაური შედარება იყოს, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ სტერეოტიპია, რომ იმპორტი არის ცუდი და ექსპორტი არის კარგი. მაგრამ ეს ისეთი სფეროა, ინტელექტუალური შრომა, რომ ნებისმიერი სახის იმპორტი ცალსახად დადებითია, რადგან ეს არის თანამშრომლობა ერთ–ერთი მნიშვნელოვან და მსოფლიოში კარგად ცნობილ იურიდიულ კომპანისთან და ასეთი კომპანიების შემოსვლა ქართულ ინტელექტუალურ ბაზარზე ძალიან წაადგება სხვადასხვა მიმართულებით. ერთ კომპანიას მეორე შემოყავს, მეორეს მესამე და ასე ფართოვდება პორტფელი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენი თნამოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. მინდა მო~ივესალმო კომპაიის შემოსვლას და წარმატებები ვუსურვო. Hall Booth Smith & Slover,P.C და ერისთავი იურიდიული ჯგუფის მიერ გამრთულ ღონისძიებას თბილისის მერი დაესწრო და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

Sunday, February 13, 2011
თბილისის მერმა ბეთანიაში სამთო-სათხილამურო ტრასის მშენებლობა დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა
ბეთანიაში ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. პროექტს კომპანია “რანდე ვუ ბეთანია“ ქართული ინვესტიციით ახორციელებს. დასასვენებელი კომპლექსი 30 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე გაშენდება. ამჟამად 600 მეტრიანი სამთო-სათხილამურო ტრასის მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე სპეციალურად ბავშვებისთვის 200 მეტრიანი მონაკვეთი გაკეთდება, სადაც ისინი უსაფრთხოდ შეძლებენ თხილამურებითა და ციგებით სრიალს. ტრასის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორი საბაგირო დამონტაჟდება. სათხილამურო ტრასა და საავტომობილო მაგისტრალი მთლიანად განათდება. “რანდე ვუ ბეთანია“ დამსვენებელს 21 ნომრიან სასტუმროს, რესტორნებს, ღია და დახურულ კაფე-ბარებსა და სწრაფი კვების ობიექტებს შესთავაზებს, რაც მათ კომფორტულ გარემოში თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო ადგილობრივებისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 50 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ბეთანიაში ახალი ტურისტული ზონის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. ბეთანიაში მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ ინვესტორთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: ეს იქნება შესაძლებლობა თითოეული თბილისელისთვის სამსახურიდან ამოვიდეს, დაისვენოს და ისრიალოს. ასე ვთქვათ ფეხი აიდგას თხილამურზე, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ხუთი წლის მანძილზე, არა შვიდი ათასი, არამედ ორმოცდაათი და სამოცდაათი ათასი აქტიურად მოსრიალე ადამიანი იყოს საქართველოში. რაც შემდეგ უკვე იმ კურორტების დატვირთვას და მნიშვნელობას გაზრდის რომლებსაც ჩვენ პარალელურად ვანვითარებთ.

Saturday, February 12, 2011
თბილისის მერი გიგი უგულავა კუსტბაზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მუშაობას გაეცნო
თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში არსებული მწვანე საფარის შენარჩუნება და მისი განვითარებაა. სწორედ ამ მიზნით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტყის სახელმწიფო ფონდის კუთვნილი ფართობი მმართველობაში დედაქალაქის მერიას გადაეცა და მწვანე ნარგავების დაცვისთვის განსაკუთრებული რეჟიმი დადგინდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურში ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება შეიქმნა, რომელიც 12 ოპერატიული სპეციალისტით დაკომპლექტდა. ისინი 24 საათის განმავლობაში, მეთვალყურეობას გაუწევენ ქალაქში არსებულ ტყეებს და მწვანე ნარგავების უკანონო გაჩეხვა-დაზიანებისა და ტრანსპორტირების ფაქტებს გამოავლენენ. თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი 6 მობილური ჯგუფი მიცუბიშის მარკის ლურჯი შუქურებიანი მანქანებით იმოძრავებენ და ქალაქის რეკრეაციულ ზონებს დაზიანებისგან დაიცავენ. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამსახურის მთავარი მიმართულებებია: ქალაქში არსებული მწვანე ნარგავების დაცვაზე მონიტორინგის დაწესება,ნარგავების უკანონო დაზიანების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საჯარიმო სანქციების გატარება და დედაქალაქის საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა გამოიწვევს: ა) დამრღვევი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით; ბ) ამავე დარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დამრღვევი პირის დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით. თუ აღნიშნული სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აღემატება, დარღვევა განიხილება, როგორც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი და მსგავსი შემთხვევების გამოვლენის შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახური შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამსახური ქალაქში არსებულ ტყის მასივებს განადგურებისგან მაქსიმალურად დაიცავს. თბილისის მერი გიგი უგულავა კუსტბაზე ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მუშაობას გაეცნო.
გიგი უგულავა: საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შარშან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ტყის ფონდი ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში გადმოვიდა. ზედამხედველობის სამსახურში შევქმენით რეინჯერთა ჯგუფი, რომელიც 24 საათიან მორიგეობას გაწევს და წესრიგს დაიცავს. ჩვენ ორი მიმართულებით გვაქვს გეგმა, ერთია რომ ზედამხედველობას გავწევთ და მოხდება უკანონოდ ხეების მოჭრის მინიმიზაცია, ასევე გეგმაში გვაქვს მაქსიმალურად მალე დავასრულოთ შემოერთებულ ტერიტორიაზე გაზიფიცირება, ვინაიდან გაზის არ ქონის გამო მოსახლეობაში შეშაზე მოთხოვნა მატულობს. პარალელურად გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურში შეიქმნა განყოფილება, რომელიც ტყის ფონდის განვითრებაზე იზრუნებს, ამ მიმართულებით ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ, რათა თბილისის ტყის ფონდი, რაც ქალაქის ძირითად სიმდიდრეს წარმოადგენს, განვითარდეს და თბილისი იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი ქალაქი.

Friday, February 11, 2011
თბილისის მერმა თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დავით აღმაშენებლის გამზირის რებილიტაციის პროექტის ფრაგლებში, რომელიც მერიამ 2010 წლის იანვარში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ და კოლორიტულ ნაგებობას წარმოადგენს. აგურით ნაგები, სასახლის ტიპის შენობა ქუჩის სიღრმეში დგას. ის ასიმეტრიული მოცულობითა და მდიდრული დეკორით იქცევს ყურადღებას. უჩვეულო სილუეტს მისი ცალკეული ნაწილების განსხვავებული სართულიანობა, ღია ტერასა და მორკალული კიბე განაპირობებს. ნაგებობის მთელი კომპოზიციას აზიდული ციცაბო სახურავის მქონე შუა კოშკურა აერთიანებს. შენობის უნიკალურობის მიუხედავად სასახლე წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო და განადგურების საშიშროების წინაშე იდგა.
ამ ეტაპზე შენობის ძირითადი გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია. მთლიანად გამოიცვალა ფუნდამენტის დაზიანებული ნაწილები. რკინა ბეტონის კოსტრუქციებით გამაგრდა მზიდი კედლები, საძირკველი იზოლირებულია წყლისაგან. ეზოში მოეწყობა სანიაღვრე და მოწესრიგდება მიწისქვეშა კონსტრუქციები. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნიკალურ ფასადთან ერთად მთელი შენობის კონსტრუქციული ნაწილიც გამაგრდა. რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი შენობის სახურავის გამოცვლასა და ფასადისათვის ისტორიული იერსახის აღდგენას ისახავს მიზნად.შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება და აღმაშენებლის გამზირს კიდევ ერთი უნიკალური ნაგებობა შეემატება.
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა.
გიგი უგულავა: თეატრისა და კინოს მუზეუმი, რომელიც ამ ისტორიულ შენობაში მდებარეობს, გარდა მუზეუმისა, შენობა არის ერთ–ერთი უნიკალური ნაგებობა თბილისში. ის ორი ფლიგელისგან შედგება, ერთი შედარებით ახალია, ის XX საუკუნის 20–იან წლებშია აშენებული, მეორე ისტორიული შენობა ძალიან დაზიანებული იყო, ჩვენ მისი რეაბილიტაცია შარშან დავიწყეთ, ეს ერთ–ერთი ყველაზე რთული ობიექტია სარესტავრაციოდ, მას რამოდენიმე წლის წინ ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც შენობა მიწისძვრას გადაურჩა. ერთ წელიწადში შენობა იქნება გამაგრებული და მთლიანად რეაბილიტირებული და გადარჩენილი, ისევე როგორც მთელი მიმდებარე ტერიტორია. შენობა მრავალფიუნქციური იქნება და მუზეუმის გარდა ის ალბათ გახდება თბილისელებისთვის ერთ–ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი.

Wednesday, February 9, 2011
თბილისის მერი გიგი უგულავა ბრიტანული ბრენდის „Mothercare“–ის მაღაზიის გახსნას დაესწრო
თბილისში ბრიტანული ბრენდის მაღაზია „Mothercare“ გაიხსნა, სადაც 10 წლამდე ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის აუცილებელი ყველა სახის პროდუქციაა წარმოდგენილი.
„Mothercare“ 1962 წლიდან ყველა კონტინეტზე ოპერირებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3 300–ზე მეტი მაღაზია გააჩნია. მისი სტრატეგია „care” ანუ მოვლაა, რაც საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური მოვლის საშუალებების წარმოებაში აისახება. ქსელში ასევე შემეცნებით–გასართობი პროდუქციის მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის „Early Learning Centre“-ის პროდუქციაც არის წარმოდგენილი.
„Mothercare“–ის მაღაზია თბილისში რუსთაველის გამზირზე 650 კვადრატულ მეტრი ფართობის ტერიტორიაზე განთავსდა. ახალი ბრენდის შემოსვლით 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. კომპანიის წარმომადგენლები ქსელის გაფართოებას უახლოეს მომავალში, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავენ.
თბილისის მერია ქალაქში სტაბილური ბიზნეს–გარემოს შექმნასა და ახალი ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს, რაც შესაძლებლობას იძლევა ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას და მეტი თბილისელი დასაქმდეს.
თბილისის მერი გიგი უგულავა და „Mothercare“–ის ბრენდის მენეჯერი ევროპასა და აზიაში ჰაილი სმიტი მაღაზიის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრნენ. გიგი უგულავამ წარმოდგენილი პროდუქცია დაათვალიერა და ქსელში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა:მინდა მივესალმო ახალი ინვესტიციის შემოსვლას ქალაქში, მაღაზია რუსთაველის გამზირზე გაიხსნა, სადაც ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალებისთვის ყველაფრის ყიდვა შეიძლება. აღნიშნული ბრენდი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია წარმატებული. ყველა ახალი ინვესტიციის სამუშაო ადგილებს ქმნის. „Mothercare“-ში 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და თბილისელებს აქ შესაძლებლობა აქვთ თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ სასურველი ნივთები და შეიძინონ.

Tuesday, February 8, 2011
ვარკეთილში მდებარე „ნუგეშის“ ქსელის ერთ–ერთი ობიექტის მუშაობას თბილისის მერი გაეცნო
თბილისის ყველა უბანში სავაჭრო ობიექტების ახალი ქსელი ”ნუგეში” 2010 წლის ბოლოს გაიხსნა. ”ნუგეშში” მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს 100–მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და პირველადი მოხმარების ნივთები სხვა სავაჭრო ობიექტებში არსებულ ფასებთან შედარებით 10-20%-ით იაფად შეიძინოს.
სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატების ფონზე, მსგავსი ტიპის სავაჭრო ობიექტების გახსნა მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.ვარკეთილში მდებარე „ნუგეშის“ ქსელის ერთ–ერთი ობიექტის მუშაობას თბილისის მერი გაეცნო. გიგი უგულავა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და “ნუგეშის” ქსელის მნიშვნელობის შესახებ მათი აზრი მოისმინა.პირველ ეტაპზე ქალაქში “ნუგეშის” თანამედროვე დიზაინის 40 ობიექტი გაიხსნა და ისინი მოსახლეობისთვის ადვილად მისადგომ ადგილებში განთავსდა. თითოეული მათგანი მონაცემთა ერთიან ბაზაში ჩართული ელექტრონული სალარო აპარატით, შტრიხკოდის წამკითხავით, ელექტრო სასწორითა და თერმული პრინტერით აღიჭურვა.სავაჭრო ქსელში ფასები არ მრგვალდება, შესაბამისად პროდუქცია თვითღირებულების ფასად იყიდება, რაც მომხმარებლისთვის დამატებით 6-15%-იან დანაზოგს გულისხმობს. ქსელში პროდუქციის ხარისხი, ვადები და ზუსტი წონა მკაცრად კონტროლდება.„ნუგეშის“ ქსელში ანგარიშსწორება, პლასტიკური ბარათებითა და ნაღდი ფულით ხორციელდება. სავაჭრო ობიექტებში ადგილობრივი წამყვანი მწარმოებლების: კოლხის, ბარამბოს, ეკო ფუდის, მინისა და მინერალური წყლების კომპანიისა და მაღალხარისხიანი იმპორტირებული ნაწარმის მრავალსახეობა იყიდება. „ნუგეშის“ ქსელში პირველ ეტაპზე 150–მდე ადამიანი დასაქმდა. კომპანია თბილისის მერიასთან თანამშრომლობს და დასაქმებულთა უმრავლესობა მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეირჩა. სავაჭრო ქსელი გაზაფხულზე გაფართოვდება, რაც დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დასაქმების მსურველთა ბაზა მერიაში რამდენიმე თვეა არსებობს, რომელიც ქალაქის 30 მუნიციპალიტეტში არსებულ მონაცემებს აერთიანებს. მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება ნებისმიერ პირს შეუძლია. თბილისის მერია ვაკანსიებთან დაკავშირებით, კერძო სექტორში მოქმედი კომპანიებისგან ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას, შესაბამისად ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს შუამდგომლობს და მათ დასაქმებაში ეხმარება.
გიგი უგულავა: ქსელში, რომელიც თბილისის ყველა უბანში გაიხსნა, შესაძლებელია მსურველებმა პირველადი მოხმარების საგნები შეიძინონ, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არის, ძირითადად გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, ეს არის ფასების გაძვირების საკითხი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კერძო ინვესტორს მივცეთ შესაძლებლობა, რომ თბლისში თითქმის 200 ადგილას გაჩნდეს ასეთი ობიექტები, სადაც შესაძლებელია, რომ მომხმარებელს პროდუქცია 15-20%–ით იაფად შეთავაზონ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღმოვფხვრათ შიდა სპეკულაცია. სადისტრიბუციო კომპანია და მაღაზია ხშირად თვითონ ადებენ მაღალ ფასს პროდუქციას და სპეკულირებენ, რომ მსოფლიოში ყველაფერი გაძვირდა. სინამდვილეში იმდენად არ გაძვირებულა მსოფლიოში ყველაფერი, როგორც რეალურად ეს აქაურ ფასებზე აისახა. შიდა სპეკულაციას უშველის ერთადერთი რამ, თუ იქნება კონკურენცია. სწორედ ამიტომ დავუშვით ჩვენ აღნიშნული ქსელის ობიექტების გახსნა. თავიდან ანგარიშსწორება აქ პლასტიკური ბარათებით იყო, ამჟამად ნებისმიერ მოქალქეს შეუძლია პროდუქციის შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებითაც. მე ყოველდღიურად ვაკონტროლებ ამ ფასებს და მომდის ფასთა სხვაობა.
„ნუგეშის“ ობიექტები გაზაფხულზე ბევრგან გაიხსნება და ეს არის ასევე დასაქმების კარგი საშუალებაც, ქსელში 200–მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

Saturday, February 5, 2011
გრიპთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში გამართულ სემინარს თბილისის მერი დაესწრო
ზამთარში ვირუსული ინფექციებით გამოწვეული დაავადებათა რაოდენობა მატულობს. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და დროული დიაგნოსტიკა, ვირუსული დაავადებების გამწვავების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. სწორედ ამ მიზნით, თბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, იანვრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასოა. თბილისის მოსახლეობას 60 პოლიკლინიკა უბნების ანუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ემსახურება. პროგრამის ფარგლებში ექიმებს სისტემატიურად უტარდებათ სემინარები და კონფერენციები, რაც მიზნად ისახავს: ექსპერტებისგან ექიმებისთვის ზუსტი რეკომენდაციებისა და მითითებების მიღებას, თუ როგორ მოიქცნენ ყოველ კონკრეტულ გამოძახებაზე, რა კრიტერიუმებით შეაფასონ ავადმყოფის მდგომარეობა, მკურნალობის როგორი კურსი დაუნიშნონ თითოეულ მათგანს და რა შემთხვევაში მოახდინონ ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცა.
გრიპთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, გამართულ სემინარს თბილისის მერი დაესწრო. გიგი უგულავამ ექიმებისგან ამ ეტაპზე ქალაქში არსებულული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ პაციენტებისადმი სწრაფად და ხარისხიანად გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის, მადლობა გადაუხადა.
გიგი უგულავა: ვირუსული გრიპის გავრცელების კუთხით, თებერვალი და მარტი მაღალი რისკის თვეებია. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც თბილისის 60-ვე პოლიკლინიკაში გრიპზე გამოძახება და კონსულტაცია უფასოა. პროგრამას ორი მნიშვნელობა აქვს ერთი, რომ მოსახლეობას არ დააწვეს მძიმე ტვირთად და მეორე ის, რომ ხშირ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია და როდესაც მოქალაქეები პირდაპირ სავადმყოფოებს მიმართავენ, ბუნებრივია სავადმყოფოებში რესურსი ხშირად ამოწურულია, ამიტომ ჩვენ გვინდა რომ მოსახლეობამ უფრო აქტიურად ისარგებლოს პოლიკლინიკის სერვისით და შემდეგ უკვე საჭიროების შემთხვევაში თუ აუცილებელია ექიმი თავად მისცემს რეკომენდაციას ჰოსპიტალიზაციაზე. ჩვენ ვცდილობთ, რომ პროგრამაში მონაწილე ყველა ექიმს ამ თემასთან დაკავშირებით მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ და პარალელურად ვატარებთ სემინარებს, სადაც მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად მათ აქვთ შესაძლებლობა უფრო კარგად აითვისონ ყველა ის მეთოდიკა, რაც თანამედროვე სამყაროში არსებობს, რომ ეპიდ-საშიში პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადავიტანოთ.

Thursday, February 3, 2011
თბილისის მერი ინგლისური ენის გაკვეთილს დაესწრო
თბილისის მერიამ 2010 წლის დასაწყისში დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების: ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსები ჩამოაყალიბა. ნებისმიერ თბილისელს შესაძლებლობას აქვს უფასოდ შეისწავლოს ინგლისური ენა და კომპიუტერი, რათა შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს და ადვილად შეძლოს სასურველი სამსახურის მოძებნა. პროექტის დაწყებიდან დღემდე ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი 10 500 ადამიანმა დაამთავრა, ხოლო კომპიუტერს 16 075 ადამიანი დაეუფლა. მათ მიღებული ცოდნის შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
2011 წლიდან სასწავლო კურსებს მაღალი საფეხურები დაემატა, რაც ინგლისური ენისა და კომპიუტერის ისეთი პროგრამების შესწავლას ითვალისწინებს, რომელიც კურსდამთავრებულებს კონკრეტული სამუშაოების შესრულებაში დაეხმარება.
სასწავლო კურსი სამი საფეხურისგან შედგება და მისი ხანგრძლივობა ცოდნის დონეების მიხედვით 3-6 თვემდე ვადით განისაზღვრება.
კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი თბილისის მერიის თანამშრომლებისთვისაც შეიქმნა. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, მერიის ნებისმიერ თანამშრომელს შესაძლებლობა აქვს ცოდნა კვალიფიციური პედაგოგების დახმარებით აიმაღლოს. წლის ბოლომდე მერიის ყველა თანამშრომელი შეძლებს, სურვილის შემთხვევაში ინგლისური ენა შეისწავლოს. ამჟამად ინგლისურს თბილისის მერიის 200 თანამშრომელი ეუფლება.
ინგლისური ენისა და კომპიუტერის შემსწავლელ კურსებზე სწავლების მსურველთა დარეგისტრირება გრძელდება. კურსდამთავრებულთა მონაცემები მერიაში არსებულ დასაქმების მსურველთა ერთიან ბაზაში აღირიცხება. თბილისის მერია თანამშრომლობს კერძო და სახელმწიფო სექტორთან და ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში მათი მონაცემები დამსაქმებელ კომპანიას ეგზავნება. დასაქმების მსურველთა მონაცემთა ბაზიდან დღეისათვის 200–ზე მეტი კურსდამთავრებული დასაქმდა. ინგლისური ენის გაკვეთილს დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო და სასწავლო პროცესის შესახებ თანამშრომლებს გაესაუბრა.
გიგი უგულავა: უნდა ავღნიშნო. რომ ჩვენი პროგრამით რომელიც ყველა თბილისელისთვის ღიაა, უკვე ინგლისურის ნაწილში დაახლოებით 10 000, ხოლო კომპიუტერში
16 000 ადამიანმა ისარგებლა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასევე დავიწყოთ ანალოგიური კურსები მერიის ყველა თანამშრომლისთვის. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უწყებებში უფრო მაღალი სტანდარტი უნდა იყოს და ჩვენ არა ჩანაცვლებით, არამედ შესაძლებლობის მიცემით უნდა შევეცადოთ ამ კვალიფიკაციის ამაღლებას. ეს თანამედროვე სამუშაოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. თქვენ ხედავთ რომ აქ არ არის თანამდებობრივი განსხვავება. სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი და სამსახურის უფროსი ერთად სხედან. ჟგუფები შედგენილია ცოდნის მიხედვით. მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო სამსახურში ამ შემთხვევაში მერიის ყველა ორგანოში იყოს უფრო მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები, რაც უფრო მეტად ეფექტურს გახდის მუთაობას, რაც საბოლოო ჯამში ყველა თბილისელის ინტერესს წარმოადგენს.

თბილისის მერი გიგი უგულავა კომპანია „SIXT“–ის თბილისის წარმომადგენლობის პრეზენტაციას დაესწრო
ქართულ ბაზარზე ავტოგაქირავების ახალი კომპანია შემოდის. „SIXT“–ი გერმანული ბრენდია, რომელიც 1912 წელს დაარსდა და მსოფლიოს 105 ქვეყანაში დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. კომპანიამ საქმიანობა გასული საუკუნის დასაწყისში 3 ავტომანქანით დაიწყო. დღეს „SIXT“–ის წარმომადგენლობის ფილიალები და 3 500 მომსახურების ცენტრი სხვადასხვა ქალაქის ცენტრსა და საერთაშორისო აეროპორტში ფუნქციონირებს. აღნიშნული კომპანიის მიერ თბილისში ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიცია 900 000 ლარს შეადგენს. კომპანიაში 12 ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე მათი რიცხვი 50–მდე გაიზრდება.
კომპანია „SIXT“–ის თბილისის წარმომადგენლობა მეიდანზე და აეროპორტში განთავსდება. „შIXთ“–ი ავტოპარკი საქართველოში ახალ და თანამედროვე სტანდარტის ავტომანქანებს ფლობს, რომლებიც უცხოელ ტურისტებსა და ადგილობრივ მომხმარებლებზეა გათვლილი. კომპანია 2012 წლისათვის ავტოპარკის განახლებასა და გაზრდას გეგმავს. უახლოეს მომავალში მომსახურების ოფისები საქართველოს რამოდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმსა და სხვა ტურისტულ რეგიონებში გაიხსნება. კომპანიის თბილისის წარმომადგენლობის პრეზენტაციას თბილისის მერი დაესწრო. გიგი უგულავამ კომპანიის წარმომადგენლებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.
გიგი უგულავა: როდესაც ვლაპარაკობთ ტურიზმის განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებისა და ქალაქის სრულფასოვანი ფუნქციონირების ერთ-ერთი სეგმენტი სწორედ მანქანების გაქირავების სერვისის განვითარებაა. ამ თვალსაზრისით მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაზარზე ამ სფეროში რამოდენიმე მოთამაშე არსებობს, ასეთი მსხვილი მოთამაშის გამოჩენა ბუნებრივია ნიშნავს კონკურენციას, კონკურენცია ნიშნავს უკეთესი სერვისის შეთავაზებას. საერთოდ ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებაში, როდესაც დამატებითი სერვისი შემოდის ეს არის მისასალმებელი თბილისელებისთვის და ასევე ჩამოსული სტუმრებისთვისაც. გარდა ამისა დაახლოებით 60-70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ასევე დამატებითი სტიმულია.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ სოციალურად დაუცველ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა
თბილისის მერიის ინიციატივით, დედის დღესთან დაკავშირებით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, 30 სოციალურად დაუცველ დედას, რომლებსაც რეპროდუქციული ორგანოების დიაგნოსტიკა ესაჭიროებათ და ასაკობრივი შეზღუდვის გამო, ვერ მონაწილეობენ უფასო კვლევების პროგრამაში, გამოკვლევა ჩაუტარდათ. სკრინინგის პროგრამა თბილისში დედაქალაქის მერიის, ეროვნული სკრინინგ ცენტრის, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაფინანსებითა და საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით 2008 წლიდან ხორციელდება. სკრინინგის პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები უფასოა თბილისში რეგისტრირებული ქალბატონებისათვის.
პროგრამას ფარგლებში, 50 000–მდე თბილისელმა ქალბატონმა რეპროდუქციულ ორგანოებზე გამოკლვევა უკვე ჩაიტარა, რაც ხელს უწყობს ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეულ გამოვლენასა და მათ ეფექტურ მკურნალობას. ეროვნულ სკრინინგ ცენტრში უფასო გამოკვლევების ჩასატრებლად მისულ ქალბატონებს, დედის დღე თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიულოცა და მათ საჩუქრები გადასცა.
გიგი უგულავა: პირველ რიგში მინდა დედის დღე მივულოცო თბილისელ ქალაბატონებს, მათ ჯანმრთელობა ვუსურვო. ეს ადგილი სიმბოლურია, სკრინინგის პროგრამა ჩვენ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად დავიწყეთ და დღევანდელი მდგომარეობით ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი. როდესაც ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, ძირითადად სახელდება თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს ამა თუ იმ პროგრამაზე. ჩემი აზრით ყველაზე სწორი თითოეული ოჯახისა და სახელმწიფოს მიერ, არის თანხის დახარჯვა პრევენციაზე და არა უკვე დაგვიანებულ მკურნალობაზე. ამ თვალსაზრისით ძალიან ბევრი ქალბატონი, ბოლო ორი წლის განმავლობაზში ამ უფასო პროგრამის დახმარებით გადარჩა მძიმე დაავადებებს. ჩვენი ჯანდაცვის პროგრამა უნდა მოიცავდეს პრევენციაზე ორიენტირებულ გამოკვლევებს, რაც უფრო სარგებლიანი იქნება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვის კუთხით, ასევე თითოეული ადამიანისთვისაც.

Subscribe to:
Posts (Atom)