Wednesday, February 16, 2011

ახალი სავაჭრო ცენტრი თბილისის მერმა დაათვალიერა და აგრარულ ბაზარში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა

თბილისში ახალი, კეთილმოწყობილი ხუთ სართულიანი სავაჭრო ცენტრი „ორთაჭალა“ გაიხსნა, რომელიც 4 000 კვ.მეტრ ტერიტორიაზე აშენდა. სავაჭრო ცენტრის ორ სართულზე აგრარული ბაზარი და სუპერმარკეტი ფუნქციონირებს, სადაც მომხმარებელი თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიაში შემოწმებულ, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქტებს შეიძენს. „ორთაჭალის“ადმინისტრაცია აგრაგრული ბაზრის მოვაჭრეებს შესაძლებლობას აძლევს პირველი ოთხი თვის განმავლობაში ყოველგვარი გადასახადის გარეშე იმუშაონ, რაც დიდი სტიმულია თითოეული მათგანისთვის და თბილისელებს შესაძლებლობას აძლევს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ. ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრში 120 ადამიანი დასაქმდა. სავაჭრო ცენტრის დანარჩენ სამ სართულზე სხვადახვა ობიექტები და ოფისები განთავსდება. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, იქ კიდევ 150 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ახალი სავაჭრო ცენტრი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და აგრარულ ბაზარში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა. „ორთაჭალის“ ადმინისტრაცია თანამშრომლობს თბილისის მერიასთან და ცენტრის ახალი კადრებით დაკომპლექტებას მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან გეგმავს.



გიგი უგულავა: ეს ძალიან მოწესრიგებული ბაზარია, რომელსაც გააჩნია საკუთარი ლაბორატორია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს და გაიზარდოს კონკურენცია. კონკურენცია კი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს უწყობს ფასების დაწევას.

No comments:

Post a Comment