Thursday, February 3, 2011

თბილისის მერი გიგი უგულავა კომპანია „SIXT“–ის თბილისის წარმომადგენლობის პრეზენტაციას დაესწრო

ქართულ ბაზარზე ავტოგაქირავების ახალი კომპანია შემოდის. „SIXT“–ი გერმანული ბრენდია, რომელიც 1912 წელს დაარსდა და მსოფლიოს 105 ქვეყანაში დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. კომპანიამ საქმიანობა გასული საუკუნის დასაწყისში 3 ავტომანქანით დაიწყო. დღეს „SIXT“–ის წარმომადგენლობის ფილიალები და 3 500 მომსახურების ცენტრი სხვადასხვა ქალაქის ცენტრსა და საერთაშორისო აეროპორტში ფუნქციონირებს. აღნიშნული კომპანიის მიერ თბილისში ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიცია 900 000 ლარს შეადგენს. კომპანიაში 12 ადამიანია დასაქმებული, წლის ბოლომდე მათი რიცხვი 50–მდე გაიზრდება.

კომპანია „SIXT“–ის თბილისის წარმომადგენლობა მეიდანზე და აეროპორტში განთავსდება. „შIXთ“–ი ავტოპარკი საქართველოში ახალ და თანამედროვე სტანდარტის ავტომანქანებს ფლობს, რომლებიც უცხოელ ტურისტებსა და ადგილობრივ მომხმარებლებზეა გათვლილი. კომპანია 2012 წლისათვის ავტოპარკის განახლებასა და გაზრდას გეგმავს. უახლოეს მომავალში მომსახურების ოფისები საქართველოს რამოდენიმე ქალაქში, მათ შორის ბათუმსა და სხვა ტურისტულ რეგიონებში გაიხსნება. კომპანიის თბილისის წარმომადგენლობის პრეზენტაციას თბილისის მერი დაესწრო. გიგი უგულავამ კომპანიის წარმომადგენლებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

გიგი უგულავა: როდესაც ვლაპარაკობთ ტურიზმის განვითარებაზე, ტურიზმის განვითარებისა და ქალაქის სრულფასოვანი ფუნქციონირების ერთ-ერთი სეგმენტი სწორედ მანქანების გაქირავების სერვისის განვითარებაა. ამ თვალსაზრისით მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაზარზე ამ სფეროში რამოდენიმე მოთამაშე არსებობს, ასეთი მსხვილი მოთამაშის გამოჩენა ბუნებრივია ნიშნავს კონკურენციას, კონკურენცია ნიშნავს უკეთესი სერვისის შეთავაზებას. საერთოდ ნებისმიერი ქალაქის ცხოვრებაში, როდესაც დამატებითი სერვისი შემოდის ეს არის მისასალმებელი თბილისელებისთვის და ასევე ჩამოსული სტუმრებისთვისაც. გარდა ამისა დაახლოებით 60-70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ასევე დამატებითი სტიმულია.

No comments:

Post a Comment