Wednesday, February 16, 2011

თბილისის მერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პრეზენტაციას დაესწრო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთერთ ახალ კორპუსში ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს საზოგადოებისათვის გაიმართა. საზოგადოების წინაშე უნივერსიტეტის 2010 წლის ანგარიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის პრეზენტაცია და უნივერსიტეტის მომავალი განვითარების გეგმა იქნა წარმოდგენილი. ასევე საღამოს დასასრულს გაიმართა უნივერსიტეტის ახალი სარეკლამო რგოლის შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ პრემიერა. 2006 წლის 15 თებერვალს საქართველოში შეიქმნა ახალი უნივერსიტეტი, რომელიც დღეს ილიას სახელს ატარებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიბერალურ განათლებასა და კვლევაზე ორიენტირებული პირველი უნივერსიტეტია საქართველოში,რომელიც კვლევით ინსტიტუტს,სამ-კვლევით ცენტრს და სამეცნიერო ლაბორატორიას აერთიანებს. ღონისძიებას ქალაქის მერი გიგი უგულავა, სამინისტროების, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


გიგი უგულავა:ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტი ყალიბდება განათლების ერთ–ერთ ფლაგმანათ ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაში. დღევანდელი დღე ერთ–ერთი მაგალითია, აქ იქნება ახალი საინჟინრო ფაკულტეტი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როდესაც ვლაპარაკობთ ქალაქის ურბანულ განვითრებაზე საინჟინრო ფაკულტეტი ერთ ერთი ის მიმართულებაა, რომელიც სამწუხაროდ სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ეს უნივერსიტეტი დღითიდღე უფრო ძლიერდება და პრესტიჟული ხდება, რაც სტუდენტების რაოდენობაზეც აისახება.

No comments:

Post a Comment