ქართულ ბაზარზე წამყვანი იურიდიული კომპანია HBSS იწყებს ოპერირებას. Hall Booth Smith & Slover,P.C ერისთავის იურიდიულ ჯგუფთან ერთად, კლიენტებს იურიდიულ მომსახურებას, უცხოური ინვესტიციების მისაღებად, ბიზნესის დაგეგმარებას, მართვასა და საზღვარგარეთ პარტნიორების მოძიებას სთავაზობს. პარალელურად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და საინვესტიციო ჯგუფებს ქართველი პარტნიორების შერჩევასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობების გაფორმებაში დაეხმარება. ერისთავის იურიდიულ ჯგუფსა და HBSS–ს შორის მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ 2010 წელს აშშ–ში, ქალაქ ატლანტაში გაფორმდა. ერისთავის იურიდიულ ჯგუფსა და HBSS გაფორმებული დოკუმენტი ქართულ–ამერიკული სამართლებრივი ბიზნესთანამშრომლობის პირველი და უნიკალური პრეცენდენტია. Hall Booth Smith & Slover,P.C. და ერისთავი იურიდიული ჯგუფის მიერ გამრთულ ღონისძიებას თბილისის მერი დაესწრო და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
გიგი უგულავა: შეიძლება უნცაური შედარება იყოს, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ სტერეოტიპია, რომ იმპორტი არის ცუდი და ექსპორტი არის კარგი. მაგრამ ეს ისეთი სფეროა, ინტელექტუალური შრომა, რომ ნებისმიერი სახის იმპორტი ცალსახად დადებითია, რადგან ეს არის თანამშრომლობა ერთ–ერთი მნიშვნელოვან და მსოფლიოში კარგად ცნობილ იურიდიულ კომპანისთან და ასეთი კომპანიების შემოსვლა ქართულ ინტელექტუალურ ბაზარზე ძალიან წაადგება სხვადასხვა მიმართულებით. ერთ კომპანიას მეორე შემოყავს, მეორეს მესამე და ასე ფართოვდება პორტფელი, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენი თნამოქალაქეების კეთილდღეობაზე უნდა აისახოს. მინდა მო~ივესალმო კომპაიის შემოსვლას და წარმატებები ვუსურვო. Hall Booth Smith & Slover,P.C და ერისთავი იურიდიული ჯგუფის მიერ გამრთულ ღონისძიებას თბილისის მერი დაესწრო და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
No comments:
Post a Comment