გლდანის ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი 4 წელია მიმდინარეობს. ტბის მიმდებარე ტერიტორია და მასთან მისასვლელი გზები გაიწმინდა. გლდანის ნაგავსაყრელის გაუქმებამ და მისმა უტილიზაციამ შესაძლებელი გახადა ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება. ამ ეტაპზე დასასვენებელ კომპლექსში ვილების მშენებლობა და ტბის ირგვლივ ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, სადაც პალმებისა და ბამბუკის ხეივანი გაშენდება. გაზაფხულიდან კი ექსპლუატაციაში შევა ღია კაფეები, ბუნგალოები და სხვა გასართობი ცენტრები. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ტბაზე ნავებით გაისერნონ და ბულვარის ხედებით დატკბნენ. ტერიტორიის განვითრების გეგმაზე პროფესიონალი არქიტექტორები და დიზაინერები მუშაობდნენ. სამუშაოებზე ამ ეტაპზე 135 ადამიანია დასაქმებული. პროექტის მიხედვით ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე ზონად იყოფა: ღია რეკრეაციული დასასვენებელი ზონა კომფორტულ პლაჟს, ღია კაფეებსა და ბუნგალოებს მოიცავს. ამავე ზონაშია დაგეგმილი ბავშვთა გასართობი ცენტრისა და კინოთეატრის მშენებლობა. საზოგადოებრივ ზონაში თანამედროვე დასასვენებელ-გასართობი კომპლექსი აშენდება: „თეთრი ივენთ ჰოლი“, სადაც მასშტაბური წვეულებების (პრეზენტაციები, ჩვენებები და სხვა) გამართვა იქნება შესაძლებელი. პროექტის მხედვით, გლდანის იგივე „თეთრი ტბის“ მეორე მხარეს საზოგადოებრივი ზონის მოპირდაპირედ, საცხოვრებელი ზონა გაშენდება. სამუშაოები მთლიანად 2013 წელს დასრულდება. თბილისის მერმა გიგი უგულავამ გლადნის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
გიგი უგულავა: გლდანი არა მარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში ყველაზე დიდი რაიონია და მას აუცილებლად სჭირდება ის ინფრასტრუქტურა, რაც მას თვითმყოფადს გახდის. რამოდენიმე წლის წინ ტბის ტერიტორია იყო საძოვარი და ნაგავსაყრელი. სმშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო და ზაფხულიდან აქ იქნება ერთ-ერთი კარგი დასასვენებელი ადგილი. ამ ობიექტზე ასამდე ადამიანია დასაქმებილი, ხოლო სრულად ამუშავების შემდეგ დაახლოებით 70-100 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს იქნება ერთ-ერთი კარგი დასასვენებელი ადგილი, იმიტომ რომ გლდანის მიკრორაიონებიდან აქამდე ფეხით მოსვლას დაახლოებით 15-20 წუთი სჭირდება. ასევე ეს ტბა ახლოს არის თბილისის ზღვასთან, რომლის განვითარებასაც ვიწყებთ მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს ერთიანობაში არის ჩვენი ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილი, რომლის მიხედვითაც მარცხება სანაპიროზე მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რეკრეაციული ფუნქციის მქონე ტერიტორია.ამ ტერიტორიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო გლდანის ნაგავსაყრელის გაუქმება. ნაგავსაყრელი გაუქმებულია და წელს ვგეგმავთ მის კონსერვაციას, ვინაიდან ის მუდმივად, განსაკუთრებით ზაფხულში მთელი გლდანდის, მუხიანის და თემქის მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.
No comments:
Post a Comment