თბილისის ისტორიის მუზეუმში დღეს, გია თორთლაძის მიერ გადაღებული ფოტოსურათების გამოფენა "დიდი მიქსი" მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო მთასვლელის, მიერ: აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ტიბეტში, ტაილანდში, ინდოეთში, ჩინეთსა და იაპონიაში, სხვადასხვა ექსპედიციების დროს გადაღებული ფოტოები. წარმოდგენილი ფოტოების საშუალებით დამთვალიერებელი მსოფლიოს მიუწვდომელ წერტილებში გია თორთლაძის თვალით დანახულ გარემოსა და ადამიანთა საცხოვრისს გაეცნო, რაც ემოციაში, მოძრაობაში, უჩვეულო სივრცესა და სხვადასხვა დროშია ასახული. ქარვასლაში გამართული გამოფენა თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა.
გიგი უგულავა: ძალიან მრავალფეროვანი გამოფენაა, თავად გიასაც მრავალფეროვანი სამყარო აქვს და როცა მას თავისუფალი დრო აქვს მუდამ მთისკენ მიუწევს გული. ეს სფერო ჩემთვის უცხო არ არის, ჩემი ძმაც ალპინისტია, ხშირად გიასთან ერთად მონაწილეობდა ექსპედიციებში, ამიტომ მე მის შემოქმედებას ბავშობიდან ვადევნებ თვალყურს და რაც მთავარია ეს გამოფენა დამთვარიელებლებისთვის იქნება საინტერესო, რადგან წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საუკუთესო პეიზაჟები.
No comments:
Post a Comment