Friday, February 11, 2011

თბილისის მერმა თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დავით აღმაშენებლის გამზირის რებილიტაციის პროექტის ფრაგლებში, რომელიც მერიამ 2010 წლის იანვარში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ და კოლორიტულ ნაგებობას წარმოადგენს. აგურით ნაგები, სასახლის ტიპის შენობა ქუჩის სიღრმეში დგას. ის ასიმეტრიული მოცულობითა და მდიდრული დეკორით იქცევს ყურადღებას. უჩვეულო სილუეტს მისი ცალკეული ნაწილების განსხვავებული სართულიანობა, ღია ტერასა და მორკალული კიბე განაპირობებს. ნაგებობის მთელი კომპოზიციას აზიდული ციცაბო სახურავის მქონე შუა კოშკურა აერთიანებს. შენობის უნიკალურობის მიუხედავად სასახლე წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო და განადგურების საშიშროების წინაშე იდგა.

ამ ეტაპზე შენობის ძირითადი გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია. მთლიანად გამოიცვალა ფუნდამენტის დაზიანებული ნაწილები. რკინა ბეტონის კოსტრუქციებით გამაგრდა მზიდი კედლები, საძირკველი იზოლირებულია წყლისაგან. ეზოში მოეწყობა სანიაღვრე და მოწესრიგდება მიწისქვეშა კონსტრუქციები. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნიკალურ ფასადთან ერთად მთელი შენობის კონსტრუქციული ნაწილიც გამაგრდა. რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი შენობის სახურავის გამოცვლასა და ფასადისათვის ისტორიული იერსახის აღდგენას ისახავს მიზნად.შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება და აღმაშენებლის გამზირს კიდევ ერთი უნიკალური ნაგებობა შეემატება.
თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა.

გიგი უგულავა: თეატრისა და კინოს მუზეუმი, რომელიც ამ ისტორიულ შენობაში მდებარეობს, გარდა მუზეუმისა, შენობა არის ერთ–ერთი უნიკალური ნაგებობა თბილისში. ის ორი ფლიგელისგან შედგება, ერთი შედარებით ახალია, ის XX საუკუნის 20–იან წლებშია აშენებული, მეორე ისტორიული შენობა ძალიან დაზიანებული იყო, ჩვენ მისი რეაბილიტაცია შარშან დავიწყეთ, ეს ერთ–ერთი ყველაზე რთული ობიექტია სარესტავრაციოდ, მას რამოდენიმე წლის წინ ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც შენობა მიწისძვრას გადაურჩა. ერთ წელიწადში შენობა იქნება გამაგრებული და მთლიანად რეაბილიტირებული და გადარჩენილი, ისევე როგორც მთელი მიმდებარე ტერიტორია. შენობა მრავალფიუნქციური იქნება და მუზეუმის გარდა ის ალბათ გახდება თბილისელებისთვის ერთ–ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი.

No comments:

Post a Comment